კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

წალენჯიხის მერი - ევროკავშირის მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან წალენჯიხას ორი უკვე შესრულებული აქვს

ნახვები: 633 წალენჯიხის მერი - ევროკავშირის მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან წალენჯიხას ორი უკვე შესრულებული აქვს

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროპისკენ გაწვდენილი ჩვენი ხელი ზურგს უკან ამოეგრიხა, მისი ყველა ნაბიჯი ემსახურებოდა იმას, რომ რუსეთის შეკვეთის შესაბამისად ჩაეხერგა გზა საქართველოსთვის, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ განაცხადა რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

წალენჯიხის მერმა განმარტა, რა მიზნით იკრიბებიან დღეს მოქალაქეები რუსთაველზე.

„ადამიანები რატომ ერთიანდებიან დღეს რუსთაველზე – ეს არის უკვე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 200 წლოვანი ბრძოლის ლოგიკური გზა და ლოგიკური გაგრძელება. ეს გახლავთ რუსეთის ბატონობიდან გამოღწევა და თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროს ნაწილად ქცევა, ანუ ევროკავშირისკენ ლტოლვა, რომელსაც ყველა სოციოლოგიური კვლევა ჯიუტად ადასტურებს, მიუხედავად რეპრესიებისა, მოსახლეობის გაღარიბებისა, მიუხედავად იმ აგრესიისა, რასაც ეს ხელისუფლება ამ დღეებში ავლენს და ეს ვლინდება პოლიტიკურ ველზე სხვადასხვა აჟიტირებული ხალხის გამოსვლებით, სხვადასხვა ტექსტით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველო ჯიუტად მიდის ევროპული ფინალისკენ, კეთილდღეობისა და თავისუფლებისკენ. ამ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი ჰქონდა, მოესმინა ოპოზიციისთვის, ხალხისთვის, კვლევებისთვის მოესმინა და იმ გზით ეარა, სადაც მოწინავე ვიყავით სამეულში. საქართველო იყო მოწინავე და ის გახდა ევროპული სამეულის ნაწილი განსხვავებით, რუსეთის ტროიკისა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ევროპისკენ გაწვდენილი ხელი ზურგს უკან ამოეგრიხა და მისი ყველა ნაბიჯი, ყველა სიტყვა, ყველა საქციელი ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ რუსეთის შეკვეთის შესაბამისად ჩაეხერგა გზა საქართველოსთვის. 12-პუნქტიანი გეგმა, რა არის იქ განუხორციელებელი? ათ წელიწადში რა სასამართლო რეფორმა ვერ ჩატარდებოდა? საარჩევნო რეფორმა ვერ ჩატარდებოდა? გამჭვირვალობა საზოგადოების, მედიაზე ზეწოლაზე, პოლიტპატიმრებზეა საუბარი, დეოლიგარქიზაცია – გაჩნდა ახალი, სწორი ტერმინი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სრულიად ჰქონდა გააზრებული, მაგრამ უკვე დოკუმენტში გაჩნდა. მინდა, გითხრათ, რომ იმ 12 პუნქტიდან წალენჯიხას ორი პუნქტი შესრულებული აქვს. ერთი გახლავთ პლურალისტური გარემო, კოალიციური თემა და მეორე – დეოლიგარქიზაციის დასაწყისი, ანუ „ქართული ოცნება“ უმცირესობაშია“, – განაცხადა წალენჯიხის მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა