ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ერთ-ერთი პრობლემა მიწის კანონია“ - ვარლამ გოლეთიანი და აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ

ნახვები: 231 „ერთ-ერთი პრობლემა მიწის კანონია“ - ვარლამ გოლეთიანი და აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ

„ჩვენ მოვედით ადგილზე, სადაც კანონდება ის უკანონო პროცესი, რაც რიონის ხეობაში ხდება," - განაცხადა დღეს, 24 მაისს, „რიონის მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა იუსტიციის სახლთან, სადაც „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან გადაინაცვლეს.

„როდესაც ვამბობთ რომ „ნამოხვანჰესი" არის სიტემური პრობლემების სახე, ამ სისტემურ პრობლემებში იგუსლიხმება, ბუნებრივია, ბევრი რამ, ერთ-ერთი არის მიწის კანონი, რომელიც არ გავქვს მოწესრიგებული და რომელიც იძლევა საშულებას, რომ არასწორად განიკარგოს ის რესურსი, რაც თითოეული ჩვენგანისაა. ამიტომ, ჩვენი პროტესტი არ გუსლიხმობს მხოლოდ იმას, რომ ენერგოსექტორში რაღაც გაჯანსაღდეს და არსებულად გადავერთოთ იმ რელსებზე, რაც რეალურად განვითარებასთან მიგვიყვანს. აქ იგულისხმება ბევრი სხვა პრობლემა და ერთ-ერთი უმნშვცნელოვანესი პრობლემა გახლავთ მიწის კანონი, რომელიც ებმის ამ პროცეს და რომელმაც თავი იჩინა „ნამოხვაჰესის" პროექტში. ვნახეთ, რომ თუკი ხელისუფლებას შანსი მიეცემა, პრაქტიკულად, შეუძლია, მთელი ხეობა გააჩუქოს, მიზერულ ფასად გადავიდეს ის კერძო სექტორის ხელშ და შემდეგ მთელი წიაღისეული განკარგვა მოხდეს იქ ისე, როგორც ეს იმ ვიწრო ინეტრესეისთვის იქნება საჭირო," - განაცხადა გოლეთიანმა.

ამასთან, აქციის მოანწილეები იუსტიციის სახლიდან უკვე თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

„დავიძრათ თავისუფლებისკენ და იქედან გავაკეთოთ მიმართვა, რომ გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის," - აღნიშნა გოლეთიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა