სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ხვალ-ზეგ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული-კახა კალაძე

ნახვები: 461 ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ხვალ-ზეგ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული-კახა კალაძე

პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია ცალმხრივად, შესაბამისად ოპოზიციას აქვს დიდი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით, თუმცა არ ვიცი ისინი რამდენად გაითვალისწინებენ, იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ხვალ-ზეგ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს მზადყოფნა, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

„პასუხისმგებლობა ნაწილდება ყველაზე და ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების თემა, რადგან პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია ცალმხრივად, შესაბამისად, ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით, თუმცა არ ვიცი, ისინი რამდენად გაითვალისწინებენ და რამდენად გაითავისებენ ამ მოთხოვნებს. იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ხვალ-ზეგ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, ყველაზე არ არის საუბარი ცხადია, მაგრამ მგონია, რომ დიდი ნაწილი არ შეუერთდება დეპოლარიზაციის მოთხოვნას, რაც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო გაცხადებული და პირველ პუნქტად არის ჩაწერილი. ხელისუფლებას აქვს მზადყოფნა, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მეორე მხრიდან ვხედავთ გრძელდება დესტრუქცია, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ქართველი ხალხის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი არ შეეშალოს ქვეყნის აღმშენებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა