კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ნაცმოძრაობასა“ და რამდენიმე ყველაზე მდიდარ „ენჯეოს“ შორის ფორმალური ზღვარიც წაიშალა- კობახიძე

ნახვები: 472 „ნაცმოძრაობასა“ და რამდენიმე ყველაზე მდიდარ „ენჯეოს“ შორის ფორმალური ზღვარიც წაიშალა- კობახიძე

ადრე ფორმალური ზღვარი მაინც არსებობდა „ნაცმოძრაობასა“ და რამდენიმე ყველაზე მდიდარ „ენჯეოს“ შორის, თუმცა ბოლო აქციის შემდეგ ეს ფორმალური ზღვარი მთლიანად წაიშალა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას უკვე ფორმალურად უნდა პოლიტიკაში შესვლა.

„მათ საკუთარი პოლიტიკური ამბიცია პირდაპირ დააფიქსირეს და ახლა უჭირთ, გამოვიდნენ ამ პოლიტიკური ნიშიდან. ახლა უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რაც პირდაპირ გულისხმობს ამ ყველაფრის ფორმალიზებას. სადაც დღეს არიან, ეს არის ოფიციალური პოლიტიკა და აქ უკვე ფორმალურადაც უნდათ შესვლა. რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება, რადგან როცა რეალურად „ენჯეო“ არის პოლიტიკური პარტია, კარგია გამჭირვალობისთვის, რომ მას პოლიტიკური პარტია დაერქვას. თუ ამას გააკეთებენ, ეს იდეალური იქნება და რატომ? – რამდენიმე „ენჯეო“ არის, რომელსაც სინამდვილეში, არაფერი აქვთ, არც კომპეტენცია, არც ინტელექტით გამოირჩევიან, არც სხვა რესურსი აქვთ, არც ლეგიტიმაცია, მაგრამ აქვთ სიმდიდრე, ანუ ფინანსური რესურსები, რაც იმაზე მეტ გავლენას აძლევთ, ვიდრე სხვა „ენჯეოებს“, რომლებსაც მეტი ინტელექტი და კომპეტენცია აქვთ. ამ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებიან, ისინი იძულებული იქნებიან, პოლიტიკურ პროცესში შევიდნენ, გამჭვირვალედ მიიღონ და დახარჯონ ფინანსები, ასევე მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. მერწმუნეთ, ეს ყველაზე მდიდარი სამი „ენჯეო“ რომ აიღოთ, არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღონ, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, ერთ პროცენტსაც ვერ აიღებენ. ეს იქნება ძალიან კარგი, თუ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნებიან, რადგან ისედაც არიან“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა