ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სალომე სამადაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პარლამენტს საკომიტეტო მოსმენის გამართვის ინიციატივით მიმართავს

ნახვები: 276 სალომე სამადაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პარლამენტს საკომიტეტო მოსმენის გამართვის ინიციატივით მიმართავს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით პარლამენტს საკომიტეტო მოსმენის გამართვის ინიციატივით მიმართავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ საკომიტეტო მოსმენაზე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა, ასევე პროტესტის მონაწილეებმა უნდა გასცენ დეპუტატების კითხვებს პასუხები.

„დღეს ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. ყველაზე სწორი გამოსავალი ამ ვითარებაში არის, რომ შესაბამისმა კომიტეტმა პარლამენტში მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაბარებული იქნება, როგორც ქალბატონი თურნავა, ასევე გარემოს დაცვის მინისტრი და ასევე, ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ის ადამიანები, ვინც პროტესტს მართავენ უკვე მრავალი დღეა ამ თემასთან დაკავშირებით.

ჩვენ სამუშაო ვითარებაში უნდა მოვისმინოთ პასუხები ყველა შეკითხვაზე, რაც ჰესის მშენებლობას უკავშირდება. რაც შეეხება გარემოს დაცვის სტანდარტების პატივისცემას დადებულ კონტრაქტში და სხვა შეკითხვებს, შეკითხვები არსებობს, ამ შეკითხვებს პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, ეს მათი ვალდებულებაა. საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენა მეჩვენება, რომ არის ყველაზე სწორი ფორუმი მსგავსი განხილვისთვის", - განაცხადა სამადაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა