ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან ვასაძე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს ღია მხარდაჭერას უცხადებს

ნახვები: 375 ლევან ვასაძე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს ღია მხარდაჭერას უცხადებს

„ჰესი არ უნდა აშენდეს, თუ რიონის ხეობის მოსახლეობა წინააღმდეგია," - განაცხადა დღეს, 25 მაისს, „ერის" დამფუძნებელიმა ლევან ვასაძემ.

ვასაძე „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერა უცხადებს და აღნიშნავს, რომ კრიზისი ხელოვნურად ხელისუფლებამ შექმნა.

ვასაძის თქმითვე, ის ზოგადად, ჰესების აშენების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ნამახვანის პროექტი იმ პირობებით, რაც დოკუმენტაციით არის განსაზღვრული, მისთვის მიუღებელია.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ხისტ, მოუქნელ, არადიპლომატიურ, არასახალხო ორიენტაციის პოზიციას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც აცხადებს, რომ რიონის მოსახლეობამ და ჩვენ ვერ გავიგეთ, რა კარგია ეს პროექტი რა სახითაც უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგობის ტალღა ფართოვდება და ჩვენ შევდივართ ხელოვნურად შესულ კრიზისში. ერთადერთი ქმედითი, რაც გაკეთდა იყო დაახლოებით 10 წუთიანი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა ქალბატონი ნათელა თურნავა. შეხვედრა გაგრძელდა რამდენიმე წუთი და მან დატოვა შეხვედრა.

რიონის მცველთა პროტესტმა გადმოინაცვლა დედაქალაქში და ვაკვირდებით, ერთი მხრივ, ბუნებრივ ესკალაციას. მინდა გავიმეორო, რომ მე პირადად, ისევე როგორც ჩვენი გუნდის და ჩვენი თანამოაზრეების უმრავლესობა, პრინციპიალურად არ ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას, აქ საუბარია რომ იმ ფორმით, რა სახითაც ცდილობენ გაანხორციელონ, არის მიუღებელი ქვეყნისათვის. მოსახლოებას აბრალებენ, რომ ვინც წინააღმდეგნი არიან სახელმწიფო ქონების განიავებისა, არიან თურმე ქსენოფობები, თურქოფობობები, ისლამოფობები, ინვესტორთან არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს, არამედ ჩვენი ხელისუფლებისადმი.

გამოვდივართ რა გავეცანით ამ კონტაქრს და ეს არის მკაფიოდ შედგენილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც უქადის და ემუქრება ჩვენ სახლმწიფოს გიგანტური ჯარიმით, ჩვენი ამოცანა იყო მოგვენახა იმ კონსტრუქციის გამოსავალი, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნქბოდა.

ჰესი არ უნდა აშენდეს, თუ არ აწყობს ადგილობრივ მოსახლეობას", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა