ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

გიორგი ვაშაძე - დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ გარეშე მივიღებთ, როგორ? დაელოდეთ და ნახავთ

ნახვები: 449 გიორგი ვაშაძე - დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ გარეშე მივიღებთ, როგორ? დაელოდეთ და ნახავთ

დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ გარეშე მივიღებთ, როგორ? დაელოდეთ და ნახავთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთიდან საქართველოში მუშაობს „ფეესბეს“ ოპერატიული ჯგუფი, „რომლებმაც შეიმუშავეს ოპერატიული ლეგენდა, თითქოს სანქციების დაწესება მიმდინარეობს, რადგან ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა“.

ვაშაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზეზია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან ომის თემაზე გადასვლა.

„სანქციები მოახლოვდა არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთიდან მოვლენილი იქნა „ფეესბეს“ ოპერატიული ჯგუფი, რომლებმაც შეიმუშავეს ოპერატიული ლეგენდა, თითქოს სანქციების დაწესება მიმდინარეობს იმიტომ, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატული ლეგენდის პირველი ფაზა იყო სამი ადამიანის გამოყოფა „ოცნების“ მხრიდან, რომლებსაც ეს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ „ფეესბეს“ მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ სამ ადამიანს აქვთ ნულოვანი ნდობა. სწორედ ამიტომ პირდაპირ „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიეცათ დავალება „ფეესბეს“ ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად მათივე ენით, მათივე ხმით მიწოდება საქართველოს მოქალაქებისთვის. კობახიძედან დაწყებული სხვებით დამთავრებული. გვაქვს სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართული.

ამ ყველაფრის მიზეზი არის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან გადაგვიყვანონ ისევ ომის რაღაცა თემებზე სასაუბროდ. არანაირი ომი საქართველოში არ იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა ამასთან დაკვშირებით. როგორც ჩანს, მათ უფრო ადრე ჰქონდათ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ვიდრე ჩვენ მივიღეთ, რომ სწორედ „ფეესბედან“ იყო დაწერილი ეს ნარატივი თავიდან ბოლომდე. უფრო მეტიც ძალიან ვწუხვარ, რომ ამერიკის საელჩოს სჭირდება შეხსენება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ 1991, 2008 წელს – საქართველოში და 2014 და 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო სწორედ რუსეთმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა