თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

ბორის ჯონსონმა ახალი კაბინეტი დანიშნა

ნახვები: 454 ბორის ჯონსონმა ახალი კაბინეტი დანიშნა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ახალი კაბინეტი დანიშნა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ჯონსონმა მთლიანი კაბინეტი ჩაანაცვლა. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ზოგიერთი ახალი მინისტრების ვინაობის შესახებაც წერს. კერძოდ, განათლების მდივნად ჯეიმს კლევერლი დაინიშნა. ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერის თანამდებობა კიტ მალთჰაუზმა დაიკავა. ცხოვრების დონის ამაღლების და საცხოვრებელი საკითხების მდივნის პოსტზე ჯონსონმა გრეგ კლარკი დანიშნა. ის ამ პოსტზე მაიკლ გოუვის ჩაანაცვლებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, დღეს ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობას დატოვებს, თუმცა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე შეინარჩუნოს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბორის ჯონსონის კაბინეტი 60-მდე წევრმა დატოვა. საქმე ეხება კონსერვატორების პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა, თუმცა, როგორც მედია წერს, აღმოჩნდა, რომ პინჩერის წინააღმდეგ საჩივარი სამი წლით ადრეც არსებობდა, რომლის შესახებაც ბორის ჯინსონი საქმის კურსში იყო და ამის მიუხედავად, ის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა