კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საარჩევნო ბარიერის დაწევა დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი, ამით ევროკომისიას ევაჭროს-ლევან იოსელიანი

ნახვები: 492 საარჩევნო ბარიერის დაწევა დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი, ამით ევროკომისიას ევაჭროს-ლევან იოსელიანი

დეპოლარიზაციას საარჩევნო ბარიერის დაწევა ხელს შეუწყობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი აქვს, ამით ევროკომისიას ევაჭროს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას.

„ყველას მიერ ყველაზე მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამ ქვეყანაში შემდგომი არჩევნები უნდა ჩატარდეს ღია პლურალისტურ გარემოში, სადაც განსხვავებულ პარტიებსა და ლიდერებს საშუალება ექნებათ, საარჩევნო ბარიერი გადალახონ და პარლამენტში შემოვიდნენ.

თუ ეს ასე არ მოხდება და ხუთპროცენტიანი ბარიერის პირობებში ორი პარტია შევა პარლამენტში, ეს ამ ქვეყანას ისეთი დაპირისპირების წინაშე მიიყვანს, რაც 30 წელია, არსებობს და ქვეყანას ცუდის მეტი არაფერი მოუტანა. პოლიტიკური პროცესი მაშინ არის წარმატებული, როცა გარეთ არსებული განწყობები პარლამენტშია ასახული – პარლამენტშია დებატები დ არა ქუჩაში. თუ ვინმეს უნდა, ქვეყანა განწირული იყოს მიტინგებისთვის და და გადადექის ძახილისთვის, ეს 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში გარანტირებული იქნება.

დეპოლარიზაციას საარჩევნო ბარიერის დაწევა ხელს შეუწყობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი აქვს, ამით ევროკომისიას ევაჭროს. მათ კონკრეტული დღის წესრიგი მოგვცეს, თუ შეასრულებენ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ევროკომისიის მიმართ იყო გზავნილი, სტატუსი მოგვეცით და ჩვენ მივიღებთ, დაბალ ბარიერსო. დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენ უნდა გველაპარაკონ, არგუმენტი ჩვენგან უნდა მოისმინონ. თორე, ევროკომისიას ამით ვერ დააშანტაჟებ, მათ 12 პუნქტის შესრულება სჭირდება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა