Russia must immediately pull troops from Zaporizhia NPP - French diplomacy
ილია დარჩიაშვილი - განსაკუთრებით ვამაყობთ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის
გია ვოლსკი - აშშ-ს ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს
ილია დარჩიაშვილი - ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
Markarova: Ukraine calls on US to sanction all Russian private banks
არჩილ თალაკვაძე გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები

ბიძინა ივანიშვილის ტრაგიკომედია

07.08.2022 | 10:52

ბიძინა ივანიშვილი, სინამდვილეში, 2012 წლიდან - დღემდე, იყო და არის ამერიკის, ევროპის ყველაზე “დამჯერე” მოკავშირე ჩვენს რეგიონში.

ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, როგორც დამკვირვებელი.

მაგრამ იგივე ბიძინა ივანიშვილი ახლა აღმოჩნდა აბსოლუტურად ტრაგიკომიკურ სიტუაციაში შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებით და ეს მოხდა იმიტომ, რომ დიახ, ამ ადამიანს არა აქვს პოლიტიკოსის არც ერთი თვისება.

აქვს ის, რაც საჭიროა და სასარგებლოა (თუმცა არა აუცილებელი) პოლიტიკის საკეთებლად, ანუ დიდი კაპიტალი, კავშირები და გავლენა ელიტებში, მაგრამ არა აქვს “თვისებები” (!) პოლიტიკოსისა.

ანუ ის, რაც “აუცილებელია” და არა უბრალოდ “სასარგებლო” პოლიტიკის კეთებისას.

ისევე, როგორც ფილოსოფოსისათვის ყოვლად აუცილებელი მენტალური თვისება უნდა იყოს პარადოქსული აზროვნების უნარი (რასაც ვერ ისწავლი, თუ არ დაგყვა დაბადებისას) ასევე პოლიტიკოსისთვის აუცილებელია დიდი ნიკოლო მაკიაველის აღწერილი მენტალური თვისებები, რასაც ვერ შეიძენ (ასჯერაც რომ წაიკითხო მისი “ხელმწიფე”) და ვერ ისწავლი - გამორიცხულია! ამ მენტალობით უნდა დაიბადო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბიძინას აშკარად ეგონა, რომ ის თვისებები, რაც გამოამჟღავნა ბიზნესის კეთებისას, პოლიტიკაშიც გამოადგებოდა.

კახა ბენდუქიძეს (ხაზს ვუსვამ: ვინმე სხვას კი არა, კახა ბენდუქიძეს!) აქვს მასზე ნათქვამი, რომ ივანიშვილი არის ძალიან ნიჭიერი ბიზნესმენი.

როდესაც ამას ამბობს კახა ბენდუქიძე (უკვე მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში არ იყო, თან ამბობს მხოლოდ ვიწრო წრეში, არა საჯაროდ) ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ნამდვილად გამორჩეულად ნიჭიერი ბიზნესმენია. და იმასაც ნიშნავს, რომ კახა ბენდუქიძე ამით აღიარებდა: ჩემზე ნიჭიერი ბიზნესმენიც არისო.

თვით კახა ბენდუქიძე ბევრად ფართო და საინტერესო ფენომენია ვიდრე “ბიზნესმენი”, თუმცა ამაზე სხვა დროს იყოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ივანიშვილი დღეს, როგორც არასდროს მართლა (!) ძალიან ახლოსაა სერიოზულ სანქციებთან და მისი გრანდიოზული კაპიტალის დაკარგვასთან.

მაიკლ მაკფოლი, ვინც კიევში “სასანქციო” ჯგუფს უდგას სათავეში და ამაზე ლაპარაკობს, სერიოზული ფიგურაა. მისი განცხადებები “ხუმრობა საქმე” ნამდვილად არ არის.

ოღონდ.....აქვე, როგორც ისტორიის რიგითი ჯარისკაცი, ვალდებული ვარ (ამაში ვხედავ ჩემს ცხოვრებისეულ მისიას) შეგახსენოთ, ვინ არის მაიკლ მაკფოლი.

სამწუხაროდ ბევრს აღარ ახსოვს ან არ იცის.

ეს ვაჟბატონი ობამას დროს აშშ ელჩი იყო მოსკოვში და მთელი მისი იმდროინდელი მოღვაწეობა უკავშირდებოდა საქართველოს დადანაშაულებას 2008 წლის ომის დაწყებაში!

დიახ, დიახ, მთელი მისი საქმიანობა იყო ჯერ პრეზიდენტ მედვედევის, მერე პრეზიდენტ პუტინის ლობირება (მაგალითად WTO-ში რუსეთის გაწევრება საქართველოს ინტერესთა ხარჯზე) და ზოგადად, მაკფოლის მაშინდელი პოზიცია გახლდათ, რომ საქართველო...... უნდა “დაეგდოს ადგილზე” ანუ “იცოდეს თავისი ადგილი”, “ნუ ეჩრება დიდი ბიძიების თამაშში”, “ნუ ცდილობს ამ დიდი ბიძიების წაკიდებას” და რომ სწორედ “საქართველოს მატრაკვეცობამ” (თურმე!) “მსოფლიო ლამის ბირთვული ომის წინაშე დააყენა 2008 წელს” და რომ “პუტინის რეჟიმის გაკეთილშობილების თვინიერ მცდელობაში” (Engagement policy და Перезагрузка- მაგის მოგონილია. აი ღირსპატივცემულმა დედამ რომ ღილაკზე თითი დააჭერინა ლავროვს) და რომ საქართველოს მაგვარმა მატრაკვეცებმა მას და ობამას ხელი არ უნდა შეუშალონ რაღაც სისულელეებით, ანუ ტერიტორიული მთლიანობით, ლტოლვილთა დაბრუნებით და სხვა ამგვარი აბეზარი და სულელური მოთხოვნებით, პირობებით და ა.შ.

მოკლედ “ქართველები დაეგდეთ თქვენს ადგილას!”\ - ასეთი იყო მოსკოვში აშშ ელჩის, მაიკლ მაკფოლის მთავარი “გზავნილი” საქართველოს.

თუმცა, ეს 2014 წლამდე რასაკვირველია!

აი ყირიმის ანექსიის შემდეგ....ჰოოოოოო......ყირიმის ანექსიის შემდეგ მიხვდნენ მაკფოლისმაგვარი “სასარგებლო იდიოტები”, რომ თურმე.... თურმე....... მთლად ასეც არ ყოფილა, რომ თურმე 2008 წელი რაღაც” საქართველოს ნამატრაკვეცალი გამონაკლისი” კი არა, სისტემური პრობლემა ყოფილა, ანუ “მაკფოლისმაგვარნი” დაჭკვიანდნენ და სხვა ხმაზე აჭიკჭიკდნენ, თუმცა უტიფრად გიყურებენ ისე, თითქოს მაშინაც ჭკვიანები იყვნენ და ახლა ხომ არიან და არიან: აქეთ დაგიწყებენ ჭკუის სწავლებას იმანენტური რუსული იმპერიალიზმის საშიშროებაზე.

თუმცა ესეც, ბოლოს და ბოლოს, სხვა თემაა.

არც ამ თემას მოვეშვები, მაგრამ სხვა დროს იყოს

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავუბრუნდეთ ივანიშვილს და მის ტრაგიკომედიას:

შვეიცარიულ ბანკ ““კრედიტ სუისთან”“ დაკავშირებით, ივანიშვილმა იმოქმედა, როგორც ბიზნესმენმა და არა როგორც პოლიტიკოსმა!

მის ჭკვიან ადვოკატს წამოსცდა: “გაიძვერა თაღლითი პატრიკ ლესკადრონის შეჭმული ფული იმდენიც არ იყო, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური კომპენსაცია მოვითხოვეთ, რადგან ეს ბიზნეს-რენომეს საკითხიაო”.

ძალიან საინტერესო განცხადებაა, ოღონდ....ოღონდ.....ივანიშვილმა არ გაითვალისწინა პოლიტიკის “ოქროს კანონი”, რომ მთავარია არა განზრახვა არამედ პოტენციალი (ო.ფ. ბისმარკი), ანუ პოლიტიკიდან ასე იოლად ვერ წახვალ, მართლა რომც გინდოდეს მასთან ზიზღნარევად განშორება:

შენ რომ გინდოდეს, პოლიტიკა არ წავა შენგან, ერთხელ თუ მაინც ღრმად ჩადგი მასში ფეხი!

ამდენად, სწორედ პოლიტიკოსის თვისებათა არქონის გამო, ბიზნესმენმა ივანიშვილმა ჯიუტად არ გაითვალისწინა, რომ უბრალოდ ვალდებული იყო მოეძებნა “ეკვილიბრიუმი” მოპარული თანხის თუნდაც ნაწილობრივ დაბრუნების აუცილებლობასა და მაქსიმალისტური მოთხოვნების მწვავე სურვილს შორის.

არ გაითვალისწინა და.....ზეგამოცდილმა შვეიცარიელმა ბანკირებმა გადაიყვანეს თემა პოლიტიკურ დისკურსში, გენიალურად გამოიყენეს ევროპარლამენტის რეზოლუცია და მასში ივანიშვილის ხსენება (თავისთავად ეს რეზოლუცია ოპოზიციის უდიდესი გამარჯვება იყო 2012 წლიდან-დღემდე) , დაუდეს პოლიტიკური სარჩული კომპენსაციის და ჯარიმის (!) გადახდას, გამოაცხადეს ივანიშვილი “უკვე სანქცირებულად” მაშინ, როდესაც საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი, სინამდვილეში, ჯერ სულაც არ არის სანქცირებული, ხოლო ევროპარლამენტის ქაღალდი მხოლოდ დეკლარაციაა. შესაბამისად, დაუბლოკეს ასეულობით მილიონი დოლარი!

და რას უზამს ახლა ბიძინა შვეიცარიულ ბანკს? ვერც ვერაფერს! თვით ყოვლისშემძლე ებრაულმა ლობიმაც კი, 20 წლიანი სასამართლო/პოლიტიკური ომის შედეგად ძლივს გამოგლიჯა ამ ბანკს ის, რაც სჭირდებოდა (70 წლის წინანდელ ნაცისტ დამნაშავეთა ავუარების გასაჯაროება) და ბიძინა ივანიშვილმა რა უნდა დააკლოს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს ერთი.

მაგრამ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია მეორე მომენტი:

ივანიშვილის მთავარი ტრაგიკომედია ისაა, რომ დღეს მის ქართველ ოპონენტებს, რომლებიც პოლიტიკურად (!) მასზე ბევრად გამოცდილნი, პოლიტიკურად (!) მასზე ბევრად ნიჭიერნი, პოლიტიკურად(!) ბევრად მასზე უნარიანნი, პოლიტიკურად (!) ბევრად მასზე გონებამახვილნი და პოლიტიკურად (!) მასზე ბევრად ჭკვიანები არიან, სინამდვილეში ის კი არ სჭირდებათ, ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში არ ერეოდეს (რომც არ ერეოდეს) არამედ პირიქით, სწორედ ის სჭირდებათ, რომ ჩაერიოს!

ანუ სწორედ ის სჭირდებათ, მანვე აიძულოს “კახურად გაჯიუტებული” ღარიბაშვილი, ასევე ოცნების უკომპრომისობაში “გაჭენებული” ლიდერშიპი (ირაკლი კობახიძის წინამძღოლობით), მიიღონ ხელისუფლებისთვის არასასურველი და ოპოზიციისთვის სასურველი გადაწყვეტილებები!

ბუნებრივია, იგულისხმება ის გადაწყვეტილებები, რაც ოპოზიციას აწყობს და რისი მიღებაც მმართველ პარტიას არ აწყობს.

სინამდვილეში ოპოზიციას სწორედაც “ჩამრევი” და “აქტიური” ივანიშვილი სჭირდება (რომც არ ერეოდეს მეთქი) და მთელი ეს ამბები (ვიმეორებ) იმ მიზანს ისახავს, რომ იგი იძულებული გახდეს “დაამუხრუჭოს” უკომპრომისობაში პიროვნულ/ამბიციურ ვნებათა გამო (ანუ წმინდად “გრუზინული” მიზეზებით) გაჭენებული ღარიბაშვილ-კობახიძე.

და უნდა ვაღიაროთ, რომ ოპოზიცია ამას აღწევს უუუუუუუუდიდესი ოსტატობით!

ვიმეორებ: ახლა უკვე ოპოზიციის მიზანია ივანიშვილი (ფინანსური სანქციების მუქარით) “მომხრედ” და “მოკავშირედ” აქციოს პარტია “ქართულ ოცნებასთან” ომში, რათა ივანიშვილმა თვითონ აიძულოს ხელისუფლება (საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა) , დათანხმდეს ოპოზიციის მოთხოვნებს: გადაიყვანოს მიშა ევროპაში, გაათავისუფლოს ნიკა, შეცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, დაუქვემდებაროს ბრიყვულ თვითტკბობაში ჩავარდნილი სასამართლო ელიტა პოლიტიკურ/NGO კონტროლს (პროგრამა მინიმუმი) ან/და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები უკვე 2023 წლის გაზაფხულზე (პროგრამა მაქსიმუმი)

ამას ღიად არც ერთი მხარე არ იტყვის რასაკვირველია, თუმცა მიმდინარე პროცესის “გულანი” სწორედ ესაა რაოდენ კომიკურიც არ უნდა იყოს: სანქციათა მუქარით აიძულონ ივანიშვილი ზეწოლა განახორციელოს მმართველ პარტიაზე და თავის მხრივ აიძულოს “ოცნება” წავიდეს კომპრომისზე პრინციპულ საკითხებში!

თან აქვე დააკვირდით, რა ჭკვიანურად შემოაპარებენ ხოლმე ნარატივში: “სულაც არ გვინდა ივანიშვილი საქართველოდან წავიდეს და სამშობლოში არ დარჩეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგო..... ანუ არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისი პირადი უსაფრთხოების გარანტიებზე ეუბნებიან უარს.

მერე თვითონ გაუგზავნიან წერილს იმ შვეიცარიულ ბანკს: ეგ ფული საქართველოს საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის და ეკონომიკის განსავითარებლად გვჭირდება, რეებს მიქარავთო.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

მოკლედ, ყველა საქმეს ცოდნა უნდა.

ჩვენ მხოლოდ ვაკვირდებით და აღვწერთ.

1948 წელს, როდესაც დიდმა ებრაელმა ერმა 2 000 წლის შემდეგ მოიპოვა უფლება, ახლადაღდგენილი სამშობლოს, ისრაელის პირველი პრეზიდენტი აერჩია, ალბერტ აინშტაინს შესთავაზა ეს პოსტი.....გენიალურმა ფიზიკოსმა საოცარი პასუხი გასცათ: “ვერ მივიღებ ამ წინადადებასა და პატივს, რაკი მეცნიერება “პოლიტიკა” ბევრად რთულია, ვიდრე მეცნიერება “ფიზიკაო”.

და ეს სიტყვები ფარდობითობის თეორიის ავტორს ეკუთვნის, რომელმაც სამყარო ახსნა და განმარტა დასაბამიდან, ანუ “დიდი აფეთქებიდან” - გარდაუვალ დასასრულამდე 15 მილიარდი წლის შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილი, სინამდვილეში, 2012 წლიდან - დღემდე, იყო და არის ამერიკის, ევროპის ყველაზე”დამჯერე” მოკავშირე ჩვენს რეგიონში.

ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, როგორც დამკვირვებელი.

მაგრამ იგივე ბიძინა ივანიშვილი ახლა აღმოჩნდა აბსოლუტურად ტრაგიკომიკურ სიტუაციაში შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებით და ეს მოხდა იმიტომ, რომ დიახ, ამ ადამიანს არა აქვს პოლიტიკოსის არც ერთი თვისება.

აქვს ის, რაც საჭიროა და სასარგებლოა (თუმცა არა აუცილებელი) პოლიტიკის საკეთებლად, ანუ დიდი კაპიტალი, კავშირები და გავლენა ელიტებში, მაგრამ არა აქვს “თვისებები” (!) პოლიტიკოსისა.

ანუ ის, რაც “აუცილებელია” და არა უბრალოდ “სასარგებლო” პოლიტიკის კეთებისას.

ისევე, როგორც ფილოსოფოსისათვის ყოვლად აუცილებელი მენტალური თვისება უნდა იყოს პარადოქსული აზროვნების უნარი (რასაც ვერ ისწავლი, თუ არ დაგყვა დაბადებისას) ასევე პოლიტიკოსისთვის აუცილებელია დიდი ნიკოლო მაკიაველის აღწერილი მენტალური თვისებები, რასაც ვერ შეიძენ (ასჯერაც რომ წაიკითხო მისი “ხელმწიფე”) და ვერ ისწავლი - გამორიცხულია! ამ მენტალობით უნდა დაიბადო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბიძინას აშკარად ეგონა, რომ ის თვისებები, რაც გამოამჟღავნა ბიზნესის კეთებისას, პოლიტიკაშიც გამოადგებოდა.

კახა ბენდუქიძეს (ხაზს ვუსვამ: ვინმე სხვას კი არა, კახა ბენდუქიძეს!) აქვს მასზე ნათქვამი, რომ ივანიშვილი არის ძალიან ნიჭიერი ბიზნესმენი.

როდესაც ამას ამბობს კახა ბენდუქიძე (უკვე მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში არ იყო, თან ამბობს მხოლოდ ვიწრო წრეში, არა საჯაროდ) ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ნამდვილად გამორჩეულად ნიჭიერი ბიზნესმენია. და იმასაც ნიშნავს, რომ კახა ბენდუქიძე ამით აღიარებდა: ჩემზე ნიჭიერი ბიზნესმენიც არისო.

თვით კახა ბენდუქიძე ბევრად ფართო და საინტერესო ფენომენია ვიდრე “ბიზნესმენი”, თუმცა ამაზე სხვა დროს იყოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ივანიშვილი დღეს, როგორც არასდროს მართლა (!) ძალიან ახლოსაა სერიოზულ სანქციებთან და მისი გრანდიოზული კაპიტალის დაკარგვასთან.

მაიკლ მაკფოლი, ვინც კიევში “სასანქციო” ჯგუფს უდგას სათავეში და ამაზე ლაპარაკობს, სერიოზული ფიგურაა. მისი განცხადებები “ხუმრობა საქმე” ნამდვილად არ არის.

ოღონდ.....აქვე, როგორც ისტორიის რიგითი ჯარისკაცი, ვალდებული ვარ (ამაში ვხედავ ჩემს ცხოვრებისეულ მისიას) შეგახსენოთ, ვინ არის მაიკლ მაკფოლი.

სამწუხაროდ ბევრს აღარ ახსოვს ან არ იცის.

ეს ვაჟბატონი ობამას დროს აშშ ელჩი იყო მოსკოვში და მთელი მისი იმდროინდელი მოღვაწეობა უკავშირდებოდა საქართველოს დადანაშაულებას 2008 წლის ომის დაწყებაში!

დიახ, დიახ, მთელი მისი საქმიანობა იყო ჯერ პრეზიდენტ მედვედევის, მერე პრეზიდენტ პუტინის ლობირება (მაგალითად WTO-ში რუსეთის გაწევრება საქართველოს ინტერესთა ხარჯზე) და ზოგადად, მაკფოლის მაშინდელი პოზიცია გახლდათ, რომ საქართველო...... უნდა “დაეგდოს ადგილზე” ანუ “იცოდეს თავისი ადგილი”, “ნუ ეჩრება დიდი ბიძიების თამაშში”, “ნუ ცდილობს ამ დიდი ბიძიების წაკიდებას” და რომ სწორედ “საქართველოს მატრაკვეცობამ” (თურმე!) “მსოფლიო ლამის ბირთვული ომის წინაშე დააყენა 2008 წელს” და რომ “პუტინის რეჟიმის გაკეთილშობილების თვინიერ მცდელობაში” (Engagement policy და Перезагрузка- მაგის მოგონილია. აი ღირსპატივცემულმა დედამ რომ ღილაკზე თითი დააჭერინა ლავროვს) და რომ საქართველოს მაგვარმა მატრაკვეცებმა მას და ობამას ხელი არ უნდა შეუშალონ რაღაც სისულელეებით, ანუ ტერიტორიული მთლიანობით, ლტოლვილთა დაბრუნებით და სხვა ამგვარი აბეზარი და სულელური მოთხოვნებით, პირობებით და ა.შ.

მოკლედ “ქართველები დაეგდეთ თქვენს ადგილას!”\ - ასეთი იყო მოსკოვში აშშ ელჩის, მაიკლ მაკფოლის მთავარი “გზავნილი” საქართველოს.

თუმცა, ეს 2014 წლამდე რასაკვირველია!

აი ყირიმის ანექსიის შემდეგ....ჰოოოოოო......ყირიმის ანექსიის შემდეგ მიხვდნენ მაკფოლისმაგვარი “სასარგებლო იდიოტები”, რომ თურმე.... თურმე....... მთლად ასეც არ ყოფილა, რომ თურმე 2008 წელი რაღაც” საქართველოს ნამატრაკვეცალი გამონაკლისი” კი არა, სისტემური პრობლემა ყოფილა, ანუ “მაკფოლისმაგვარნი” დაჭკვიანდნენ და სხვა ხმაზე აჭიკჭიკდნენ, თუმცა უტიფრად გიყურებენ ისე, თითქოს მაშინაც ჭკვიანები იყვნენ და ახლა ხომ არიან და არიან: აქეთ დაგიწყებენ ჭკუის სწავლებას იმმანენტური რუსული იმპერიალიზმის საშიშროებაზე.

თუმცა ესეც, ბოლოს და ბოლოს, სხვა თემაა.

არც ამ თემას მოვეშვები, მაგრამ სხვა დროს იყოს

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავუბრუნდეთ ივანიშვილს და მის ტრაგიკომედიას:

შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან”“ დაკავშირებით, ივანიშვილმა იმოქმედა, როგორც ბიზნესმენმა და არა როგორც პოლიტიკოსმა!

მის ჭკვიან ადვოკატს წამოსცდა: “გაიძვერა თაღლითი პატრიკ ლესკადრონის შეჭმული ფული იმდენიც არ იყო, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური კომპენსაცია მოვითხოვეთ, რადგან ეს ბიზნეს-რენომეს საკითხიაო”.

ძალიან საინტერესო განცხადებაა, ოღონდ....ოღონდ.....ივანიშვილმა არ გაითვალისწინა პოლიტიკის “ოქროს კანონი”, რომ მთავარია არა განზრახვა არამედ პოტენციალი (ო.ფ. ბისმარკი), ანუ პოლიტიკიდან ასე იოლად ვერ წახვალ, მართლა რომც გინდოდეს მასთან ზიზღნარევად განშორება:

შენ რომ გინდოდეს, პოლიტიკა არ წავა შენგან, ერთხელ თუ მაინც ღრმად ჩადგი მასში ფეხი!

ამდენად, სწორედ პოლიტიკოსის თვისებათა არქონის გამო, ბიზნესმენმა ივანიშვილმა ჯიუტად არ გაითვალისწინა, რომ უბრალოდ ვალდებული იყო მოეძებნა “ეკვილიბრიუმი” მოპარული თანხის თუნდაც ნაწილობრივ დაბრუნების აუცილებლობასა და მაქსიმალისტური მოთხოვნების მწვავე სურვილს შორის.

არ გაითვალისწინა და.....ზეგამოცდილმა შვეიცარიელმა ბანკირებმა გადაიყვანეს თემა პოლიტიკურ დისკურსში, გენიალურად გამოიყენეს ევროპარლამენტის რეზოლუცია და მასში ივანიშვილის ხსენება (თავისთავად ეს რეზოლუცია ოპოზიციის უდიდესი გამარჯვება იყო 2012 წლიდან-დღემდე) , დაუდეს პოლიტიკური სარჩული კომპენსაციის და ჯარიმის (!) გადახდას, გამოაცხადეს ივანიშვილი “უკვე სანქცირებულად” მაშინ, როდესაც საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი, სინამდვილეში, ჯერ სულაც არ არის სანქცირებული, ხოლო ევროპარლამენტის ქაღალდი მხოლოდ დეკლარაციაა. შესაბამისად, დაუბლოკეს ასეულობით მილიონი დოლარი!

და რას უზამს ახლა ბიძინა შვეიცარიულ ბანკს? ვერც ვერაფერს! თვით ყოვლისშემძლე ებრაულმა ლობიმაც კი, 20 წლიანი სასამართლო/პოლიტიკური ომის შედეგად ძლივს გამოგლიჯა ამ ბანკს ის, რაც სჭირდებოდა (70 წლის წინანდელ ნაცისტ დამნაშავეთა ავუარების გასაჯაროვება) და ბიძინა ივანიშვილმა რა უნდა დააკლოს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს ერთი.

მაგრამ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია მეორე მომენტი:

ივანიშვილის მთავარი ტრაგიკომედია ისაა, რომ დღეს მის ქართველ ოპონენტებს, რომლებიც პოლიტიკურად (!) მასზე ბევრად გამოცდილნი, პოლიტიკურად (!) მასზე ბევრად ნიჭიერნი, პოლიტიკურად(!) ბევრად მასზე უნარიანნი, პოლიტიკურად (!) ბევრად მასზე გონებამახვილნი და პოლიტიკურად (!) მასზე ბევრად ჭკვიანები არიან, სინამდვილეში ის კი არ სჭირდებათ, ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში არ ერეოდეს (რომც არ ერეოდეს) არამედ პირიქით, სწორედ ის სჭირდებათ, რომ ჩაერიოს!

ანუ სწორედ ის სჭირდებათ, მანვე აიძულოს “კახურად გაჯიუტებული” ღარიბაშვილი, ასევე ოცნების უკომპრომისობაში “გაჭენებული” ლიდერშიპი (ირაკლი კობახიძის წინამძღოლობით), მიიღონ ხელისუფლებისთვის არასასურველი და ოპოზიციისთვის სასურველი გადაწყვეტილებები!

ბუნებრივია, იგულისხმება ის გადაწყვეტილებები, რაც ოპოზიციას აწყობს და რისი მიღებაც მმართველ პარტიას არ აწყობს.

სინამდვილეში ოპოზიციას სწორედაც “ჩამრევი” და “აქტიური” ივანიშვილი სჭირდება (რომც არ ერეოდეს მეთქი) და მთელი ეს ამბები (ვიმეორებ) იმ მიზანს ისახავს, რომ იგი იძულებული გახდეს “დაამუხრუჭოს” უკომპრომისობაში პიროვნულ/ამბიციურ ვნებათა გამო (ანუ წმინდად “გრუზინული” მიზეზებით) გაჭენებული ღარიბაშვილ-კობახიძე.

და უნდა ვაღიაროთ, რომ ოპოზიცია ამას აღწევს უუუუუუუუდიდესი ოსტატობით!

ვიმეორებ: ახლა უკვე ოპოზიციის მიზანია ივანიშვილი (ფინანსური სანქციების მუქარით) “მომხრედ” და “მოკავშირედ” აქციოს პარტია “ქართულ ოცნებასთან” ომში, რათა ივანიშვილმა თვითონ აიძულოს ხელისუფლება (საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა) , დათანხმდეს ოპოზიციის მოთხოვნებს: გადაიყვანოს მიშა ევროპაში, გაანთავისუფლოს ნიკა, შეცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, დაუქვემდებაროს ბრიყვულ თვითტკბობაში ჩავარდნილი სასამართლო ელიტა პოლიტიკურ/NGO კონტროლს (პროგრამა მინიმუმი) ან/და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები უკვე 2023 წლის გაზაფხულზე (პროგრამა მაქსიმუმი)

ამას ღიად არც ერთი მხარე არ იტყვის რასაკვირველია, თუმცა მიმდინარე პროცესის “გულანი” სწორედ ესაა რაოდენ კომიკურიც არ უნდა იყოს: სანქციათა მუქარით აიძულონ ივანიშვილი ზეწოლა განახორციელოს მმართველ პარტიაზე და თავის მხრივ აიძულოს “ოცნება” წავიდეს კომპრომისზე პრინციპულ საკითხებში!

თან აქვე დააკვირდით, რა ჭკვიანურად შემოაპარებენ ხოლმე ნარატივში: “სულაც არ გვინდა ივანიშვილი საქართველოდან წავიდეს და სამშობლოში არ დარჩეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგო..... ანუ არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისი პირადი უსაფრთხოების გარანტიებზე ეუბნებიან უარს.

მერე თვითონ გაუგზავნიან წერილს იმ შვეიცარიულ ბანკს: ეგ ფული საქართველოს საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის და ეკონომიკის განსავითარებლად გვჭირდება, რეებს მიჰქარავთო.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

მოკლედ, ყველა საქმეს ცოდნა უნდა.

ჩვენ მხოლოდ ვაკვირდებით და აღვწერთ.

1948 წელს, როდესაც დიდმა ებრაელმა ერმა 2 000 წლის შემდეგ მოიპოვა უფლება, ახლადაღდგენილი სამშობლოს, ისრაელის პირველი პრეზიდენტი აერჩია, ალბერტ აინშტაინს შესთავაზა ეს პოსტი.....გენიალურმა ფიზიკოსმა საოცარი პასუხი გასცა: “ვერ მივიღებ ამ წინადადებასა და პატივს, რაკი მეცნიერება “პოლიტიკა” ბევრად რთულია, ვიდრე მეცნიერება “ფიზიკაო”.

და ეს სიტყვები ფარდობითობის თეორიის ავტორს ეკუთვნის, რომელმაც სამყარო ახსნა და განმარტა დასაბამიდან, ანუ “დიდი აფეთქებიდან” - გარდაუვალ დასასრულამდე 15 მილიარდი წლის შემდეგ.

ავტორი: დათო გამცემლიძე - ისტორიკოსი, ჟურნალიტი

ნეიშენ ჯორჯია