პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ირაკლი ღარიბაშვილი - იმ ფონზე, როდესაც ევროპასა და მთელ მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

ნახვები: 482 ირაკლი ღარიბაშვილი - იმ ფონზე, როდესაც ევროპასა და მთელ მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

იმ ფონზე, როდესაც ევროპასა და მთელ მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი მმართველი გუნდის დამსახურებაა.

„მე ახლახანს ვიყავი ავსტრიაში. ჩემს კოლეგასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განვიხილეთ ევროპაში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე დინამიკა, თუ რა პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება: ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში, ლოგისტიკაში შექმნილი პრობლემები, ასევე ნაკლებად განვითარებული, ღარიბი ქვეყნების საკვები პროდუქტებით მომარაგების კუთხითაც უკვე სერიოზული პრობლემები შეინიშნება. ექსპერტები და მსოფლიო ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება, იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როდესაც ევროპასა და მთელ მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას. ეს ყველაფერი, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, არის სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები, გაორმაგებული, გაათმაგებული ტემპით, ენერგიითა და პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა