კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არ მგონია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოსალოდნელი იყოს-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 508 არ მგონია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოსალოდნელი იყოს-მიხეილ სარჯველაძე

ბიძინა ივანიშვილი პირადად იქნება თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არ იქონიებს გავლენას სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოზიცია, არამედ საქართველოს მოსახლეობის ნება-ქვეყანაში მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს და ყველაფერი გაკეთდეს, რომ ომი თავიდან იყოს აცილებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც დარღვევა არ არსებობს, სანქციებზე საუბარი შეუძლებელია.

„ეს არის პრინციპული მიდგომა და უპირველესად საქართველოს ინტერესის სამსახურში დგომა. შესაბამისად, ამის გაცხადება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუ ვინმე ან რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანის იძულება შეიძლება იყოს გზა საქართველოს ომში ჩასათრევად, ამაზე მკაფიო პასუხია, რომ ასეთი მცდელობები უპერსპექტივოა. არ მგონია, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის დაცვის საჭიროება იყოს იმ თვალსაზრისით, რაზეც აქცენტი კეთდება – არავითარი ობიექტური მიზეზი სანქციებისთვის არ არსებობს. სანქცია რაიმე სამართალდარღვევას, თუნდაც პრინციპის დარღვევას უკავშირდება. მოცემულ შემთხვევაში, ვინმეს ვკითხოთ, რა შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ყველაფრის უკან – რა დარღვევაში შეიძლება იყოს საუბარი. როდესაც დარღვევა არ არსებობს, სანქციებზე საუბარი შეუძლებელია. სანქციები ობიექტურად მოსალოდნელი არ არის და ამის წინაპირობები არ არსებობს. რაღაც მანიპულაციის შედეგია, როცა ეს აზრი ხშირად მუსირებს. არის მცდელობა იმის, რომ ასეთი მოსაზრება საზოგადოებაში იყოს ტირაჟირებული, თითქოს და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებია მოსალოდნელი. არ მგონია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოსალოდნელი იყოს, ამის წინაპირობა და საჭიროება ობიექტურად არ არის. ამ თემაზე ოპონენტების მხრიდან საუბრის დაწყების მიზეზი არის ის, რომ მათივე დრამატული შეცდომა, მათ მიერ მოფიქრებული მყვირალა თემებით გადაიფაროს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა