კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ყველა ჯერზე ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ დგას იქ, სადაც სიმართლე, სიკეთე, სამშობლოზე ზრუნვა, რწმენა და ქვეყნის ღირსეული, ევროპული მომავალია-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 501 ყველა ჯერზე ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ დგას იქ, სადაც სიმართლე, სიკეთე, სამშობლოზე ზრუნვა, რწმენა და ქვეყნის ღირსეული, ევროპული მომავალია-მამუკა მდინარაძე

უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის თქმით, არ შეიძლება ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა, რომ მარტივად გახდება ამორალური ფეიკპროპაგანდის მსხვერპლი. მდინარაძის განმარტებით, ყველა ჯერზე, ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ დგას იქ, სადაც სიმართლე, სიკეთე, საკუთარ სამშობლოზე ზრუნვა და ევროპული მომავალია.

„დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ. გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო. დამოკიდებულებასაც თავი რომ დავანებოთ, უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, გამორიცხული და შეუძლებელია დავუშვათ ფილანთროპი – მიზანთროპად და ოლიგარქად, სიკეთე – ბოროტებად, დემოკრატია – ავტორიტარიზმად, პერსპექტივა – უიმედობად, წარმატებული ქართული სახელმწიფო – მაჩანჩალად, ძლიერი ქართული და ამაყი ჯარი – მკვდარზე აკიდებულ მკვდრად და ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეთრი შავად შეასაღონ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. თეორიულად რომ დავუშვათ – ეს თუ გაიტანეს, როგორღა უნდა დავიცვათ სიმართლე სხვა მიმდინარე, ყოველდღიურ თემებში?! არ შეიძლება, ქართველ ხალხზე გქონდეს წარმოდგენა, რომ მას არ შეუძლია, გაარჩიოს ეს ყველაფერი ერთმანეთისგან, ან არ დააფასოს დასაფასებელი და ასე მარტივად გახდეს ყოვლად ამორალური ფეიკპროპაგანდის მსხვერპლი! საბედნიეროდ, ყველა ჯერზე, ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ ის დგას იქ, სადაც სიმართლე, სიკეთე, საკუთარ სამშობლოზე ზრუნვა, რწმენა და ამ ქვეყნის ღირსეული, თავისუფალი, სამართლიანი და ევროპული მომავალია!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა