ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ვხედავთ ანტიდასავლური პოლიტიკური ეპისტოლეების ნამდვილ ამოფრქვევას, რომელთა ლაიტმოტივი არის ბატონყმური ერთგულების დემონსტრირება-ნუგზარ წიკლაური

ნახვები: 391 ვხედავთ ანტიდასავლური პოლიტიკური ეპისტოლეების ნამდვილ ამოფრქვევას, რომელთა ლაიტმოტივი არის ბატონყმური ერთგულების დემონსტრირება-ნუგზარ წიკლაური

ბოლო პერიოდში ვხედავთ ანტიდასავლური პოლიტიკური ეპისტოლეების ნამდვილ ამოფრქვევას, რომელთა ლაიტმოტივი არის ბატონყმური ერთგულების დემონსტრირება ივანიშვილის მიმართ. ამ კამპანიაში ჩართულები არიან დეპუტატები, საკრებულოს წევრები, პრემიერ-მინისტრი, დაქირავებული პროპაგანდისტები, ექსპერტები სამთავრობო კარის მომღერლები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, „ორგანიზებული კამპანიის ერთადერთი მიზანია რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის დაცვა ევროპისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მთლიანად თავისუფალი სამყაროსგან და პოლიტიკური ოპოზიციისგან“.

„კამპანიის ამოცანაა მტკიცება, რომ გაზპრომის მეწილე სინამდვილეში არ არის ოლიგარქი და ყველაფერი მითიური მტრების გამონაგონია. წერილებში, პოსტებში, მიმართვებში არაფერი წერია საქართველოზე, მათი საზრუნავი მხოლოდ ბიძინას ფულია და ისინი მზად არიან, საქართველოს ეროვნული ინტერესები გადააყოლონ ივანიშვილის ფინანსებს. „ქართული ოცნება“ არ თაკილობს ყველაზე უფრო ამორალურ და ანტიეროვნულ ნაბიჯებს, ომის დაწყებაში და ომის დაწყების მცდელობაში ბრალს დებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, იტალიას, შვეიცარიას, ჩეხეთს, ევროკავშირს, ევროპარლამენტის დეპუტატებს, ევროპელ დიპლომატებს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს საქართველოში. „ერთიანი ნაციონალურ“ მოძრაობა“ აცხადებს, რომ თუ ვინმეს დამატებითი არგუმენტი სჭირდებოდა ივანიშვილის არაფორმალური მართვის ტოტალური კონტროლისა და ოლიგარქობის დასამტკიცებლად, დღეს ეს არგუმენტი ჩვენს წინაშეა იმ აღვირახსნილი კამპანიის სახით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. „ქართული ოცნების“ კამპანია სრულიად აშკარას ხდის იმ გარემოებას, რომ ეს ანტიეროვნული, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ხელისუფლება არ აპირებს არც სასამართლოს რეფორმირებას, არც პოლიტიკური დევნის, არც მედიატერორის შეწყვეტას და არც დეოლიგარქიზაციას. შესაბამისად, ის არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, რაც ანადგურებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა წიკლაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა