კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთის პრეზიდენტთან ვისაუბრე ზაზა გახელაძის გატაცებისა და მისთვის 12-წლიანი განაჩენის გამოტანაზე

ნახვები: 348 სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთის პრეზიდენტთან ვისაუბრე ზაზა გახელაძის გატაცებისა და მისთვის 12-წლიანი განაჩენის გამოტანაზე

პასუხი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არის მეტი სოლიდარობა. მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერესპექტივა და სადაც საქართველოს პარტნიორები და მეგობრები - ევროკავშირი და ნატო არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან პოლონელ კოლეგას საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ძალიან ემოციური დღეებია და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ესწრებოდა გუშინდელ ჩვენს ზეიმს. ეს იყო მისი სურვილი ამ დღეს ჩვენთან ყოფილიყო, როგორც სოლიდარობის გამოხატვა. ეს იყო იმ საუკუნოვანი მეგობრობისა და სოლიდარობის გამოხატვა, რაც პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობებშია. ეს სოლიდარობა ამით არ შემოიფარგლება.

გუშინ პოლონეთის პრეზიდენტი ასევე იყო საოკუპაციო ხაზზე, ესეც არის დიდი ნიშანი თუ რამდენად იზიარებს პოლონეთი საქართველოს იმ გაუსაძლის დღევანდელ მდგომარეობას, რომელზეც ვრცლად ვისაუბრეთ ერთად. მინდა მადლობა მოვახსენო პოლონეთს იმისთვის, რომ პირველი დღიდან მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ხელმძღვანელობს ამ მისიას ახლა, ვისაუბრეთ ამ მისიაზე და იმის აუცილებლობაზე, რომ ამ მისიას მიეცეს საშუალება და საბოლოოდ შეძლოს ის, რაც გათვალისწინებულია 2008 წლის შეთანხმებაში - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ ნამდვილად დააკვირდეს თუ რა ხდება სრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს იქნება ერთ-ერთი დეესკალაციის საშუალება, მაგრამ არა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ძალიან რთული საკითხის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ დღევანდელ ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხზე - ზაზა გახელაძის გატაცებისა და მისთვის 12- წლიანი განაჩენის გამოტანის საკითხზე, იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ ეს მალე მოგვარდეს, მან შეძლოს საკუთარ ოჯახში დაბრუნება. პასუხი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არის მეტი სოლიდარობა. მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერესპექტივა და სადაც საქართველოს პარტნიორები და მეგობრები - ევროკავშირი და ნატო არიან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა