კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობდა

ნახვები: 492 ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობდა.

ბოლტონმა აღნიშნული განცხადება „სიენენის“ ეთერში ჯეიკ ტაპერთან სტუმრობისას გააკეთა, როდესაც 2021 წელს კაპიტოლიუმის შენობის შტურმის და მასში დონალდ ტრამპის შესაძლო მონაწილეობის საკითხს განიხილავდნენ.

ჯონ ბოლტონის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ მონაწილეობდა საგულდაგულოდ დაგეგმილ გადატრიალებაში, რადგან ტრამპი საქმეებს ასე არ აკეთებს.

ამ განცხადებას გადაცემის წამყვანი არ დაეთანხმა და თქვა, რომ არ არის აუცილებელი იყო გენიოსი რევოლუციის გასაკეთებლად. ბოლტონმა კი უპასუხა: „მე ამას არ ვეთანხმები, როგორც ადამიანი, რომელიც დაეხმარა სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვას, არა აქ, არამედ, სხვა ადგილებში, ამას დიდი შრომა სჭირდება და ეს არ არის ის, რაც მან გააკეთა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა