კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროპელებმა გვითხრეს, რომ მიმართულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, არასწორია და ვადა სულ მცირე ერთი წლით გაზარდეს-იაგო ხვიჩია

ნახვები: 408 ევროპელებმა გვითხრეს, რომ მიმართულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, არასწორია და ვადა სულ მცირე ერთი წლით გაზარდეს-იაგო ხვიჩია

ვადის გადაწევა არის დასავლეთისა და ევროპის რეაქცია „ქართული ოცნების“ იმ ღონისძიებებსა და ქმედებებზე, რომელიც ევროპელების რეკომენდაციების შესასრულებლად დასახეს – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ის, რაც ხდება, სრულად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა“.

„ევროპელებმა ამით გვითხრეს, რომ მიმართულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, არასწორია და ის, რისი გაკეთებაც ექვს თვეში შეიძლებოდა, ამ გადაწყვეტილებით, მისი ვადა სულ მცირე ერთი წლით გაიზარდა. მგონია, რომ ეს არის მინიშნება, რომ თუ ასე გავაგრძელებთ დაუსრულებლად, შეიძლება, ეს ვადები გაიზარდოს. სინამდვილეში, ამ ვადის გადატანით ჩვენს მიზნებზე უარი მივიღეთ. ოპოზიციას თავის გაჭირვება ეყოფა, მათზე ჩემი პოზიცია იცით, მაგრამ ის, რაც ხდება, სრულად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. ის, რომ ვშორდებით ევროპას და ინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და ეს სხვისი ვერ იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა