ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ელოდება, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ

25.07.2022 ნახვები: 558

თურქეთი ელოდება, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულ ტელეკომპანია TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ ველოდებით, რომ ისინი დაემორჩილებიან ხელმოწერილ შეთანხმებებს და იმოქმედებენ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობების შესაბამისად“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მარვლეულის ექსპორტის კოორდინირება სტამბოლში შექმნილი ცენტრიდან მოხდება, სადაც წარმოდგენილი იქნება შეთანხმების ყველა მხარე.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ, გაერო-სა და თურქეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გემების უსაფრთხო მიმოსვლა მარცვლეულის ექსპორტისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა