ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა

ნახვები: 328 საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ პროტესტი გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2026 წლის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო.

უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

„მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხზე.

განცხადების თანახმად, ქართულმა დელეგაციამ ასევე დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხები, მათ შორის გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) უპირობოდ აღდგენის მნიშვნელობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, როგორც წინა რაუნდების დროს, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის იმ საკითხის განხილვისას, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეეხებოდა.

უწყების ცნობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა