ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა

ნახვები: 3654 არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა

 

ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 18 წლის პაციენტს, რომელსაც დაბადებიდან ურთულესი თანდაყოლილი მანკი ჰქონდა, მრავალეტაპიანი მკურნალობის შემდეგ დედის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. ოპერაცია ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დარგის დირექტორმა, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ ჩაატარა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს ბავშვობიდან არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა თირკმლებსა და საშარდე სისტემაზე, თუმცა დაავადება პროგრესირდა, რის შედეგადაც თირკმლის უკმარისობა განუვითარდა და დიალიზზე აღმოჩნდა.

ცენტრში მიმართვის შემდეგ ექიმებმა სამეტაპიანი პლასტიკურ-რეკონსტრუქციული მკურნალობის გეგმა შეიმუშავეს, რომლის საბოლოო ეტაპსაც თირკმლის ტრანსპლანტაცია წარმოადგენდა. მკურნალობის პროცესში გამოყენებული იყო შარდის ბუშტის რეკონსტრუქციის ორიგინალური, მოდიფიცირებული ოპერაციული ტექნიკა, რის შემდეგაც პაციენტს დედის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს.

კლინიკის ცნობით, გადანერგილმა თირკმელმა ფუნქციონირება საოპერაციო მაგიდაზევე დაიწყო, ხოლო პაციენტი უკვე მეორე დღეს დიალიზიდან მოიხსნა. ამჟამად ის კლინიკიდან გაწერილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არის ფიზიკურად და სოციალურად აქტიური, მუშაობს და მომავალში ოჯახის შექმნასაც შეძლებს.

უროლოგიის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მსგავსი სირთულისა და ტიპის ოპერაცია საქართველოში პირველად ჩატარდა. არსებული მონაცემებით, ეს პირველი შემთხვევაა როგორც მთელ რეგიონში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეშიც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა