ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადებული პირობა, კვლავაც კარგი პოზიციაა-ლუკ კოფი

29.07.2022 ნახვები: 554

დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადებული პირობა, კვლავაც კარგი პოზიციაა, – ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა ექსპერტმა, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ლუკ კოფიმ „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ვფიქრობ, დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადებული პირობა, რომ ის არ გამოიყენებს სამხედრო ძალას ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად, კვლავაც კარგი პოზიციაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2022 წლის თებერვლის მოვლენების შემდეგ სამყარო ახალ ეპოქაში შევიდა. ტრანსატლანტიკური საზოგადოება ახლა სიტუაციაში აღმოჩნდა და უბრალოდ არ ვიცით რა მოხდება. ჩვენ არ ვიცით გრძელვადიანად რა ეფექტი ექნება მიმდინარე მოვლენებს რუსეთზე. არ ვიცით, რა შედეგი დადგება სამხრეთ კავკასიისთვის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადებული პირობა, რჩება გონიერ პოლიტიკად, ქართველი პოლიტიკოსები მაინც უნდა იყვნენ მზად ყველა შესაძლო სცენარისთვის. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რა მოუვა რუსეთს და ასევე არ ვიცით, რა ბედი ელოდება მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს მომდევნო წლებში“, – განაცხადა კოფიმ.

კითხვაზე, დაეხმარება თუ არა დასავლეთი, უკრაინის მსგავსად საქართველოს, თუ რუსეთი დააპირებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების ფორმალურ ანექსიას, კოფი, პასუხობს, რომ საქართველო დასავლეთისგან სავარაუდოდ, მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას მიიღებს.

„ვფიქრობ, იმის გამო, რაც უკრაინაში მოხდა, მთელი მსოფლიო უკეთესად გააცნობიერებს მომხდარს, თუ რუსეთი გადაწყვეტს საქართველოს რეგიონების ფორმალურ ანექსიას და უფრო მეტ პროტესტს ვიხილავთ. მარგამ, სამწუხაროდ პრაქტიკული კუთხით, ეს რეგიონები უკვე რუსეთის შემადგენლობაშია. რუსეთი პასუხისმგებელია ამ რეგიონებში ეკონომიკურ და უსაფრთხოების კუთხით ვითარებაზე. დე ფაქტო ლიდერების უმეტესობა ამ რეგიონებში ან უშუალოდ მოსკოვიდან გახლავთ წარგზავნილი ან წარმოადგენენ ყალბი არჩევნების შედეგად დანიშნულ პირებს. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ფორმალური ანექსია დიდს ვერაფერს შეცვლის. ასევე არ მგონია, ჩვენ ვიხილავთ უკრაინის მსგავს საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან ახლა საქართველო სამხედრო კონფლიქტში არ არის ჩართული. ჩვენ უფრო მტკიცე ნაბიჯები უნდა გადაგვედგა 2008 წელს. სწორედ ამ დროს გვქონდა ამის შესაძლებლობა და მომენტი, რომელიც არ გამოვიყენეთ. ამიტომ, ახლა თუ რუსეთი დააპირებს საქართველოს რეგიონების ფორმალურ ანექსიას, აშშ-ისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოში იარაღის მიწოდებას ვერ ვიხილავთ, ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა“, – განაცხადა კოფიმ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა