პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

მედიის ცნობით, დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობებს, რომ მზად არის, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს

ნახვები: 635 მედიის ცნობით, დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობებს, რომ მზად არის, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს

თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერდოღანთან 5 აგვისტოს, სოჭში გამართულ შეხვედრაზე მინიშნება გააკეთა, რომ მზად არის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის.

მათივე ცნობით, სწორედ ამიტომ, დღეს ლვოვში ვიზიტისას რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან ორგანიზება გაუწიოს.

მედია, დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველ რიგში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ომის ე.წ. გზამკვლევი უნდა განსაზღვრონ, რის შემდეგაც უკვე დელეგაციები დაიწყებენ მუშაობას ამ საგზაო რუკის განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა უკვე ოთხჯერ შესთავაზა, თუმცა მოსკოვიდან უარი იყო.

დღეს ლვოვში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებსა და გაერო-ს გენერალურ მდივანს შორის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა