პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

კელი დეგნანი - ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს კანონმდებლობა

ნახვები: 631 კელი დეგნანი - ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს კანონმდებლობა

ვენეციის კომისიის უკანასკნელი პერიოდის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია, მიდგომა იყოს ინკლუზიური. ვენეციის კომისიის მოსაზრება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებას იმასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მკაფიო და მტკიცე მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

„პრეზიდენტის შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება. ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო, ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში გახმაურდა მასობრივი უკანონო მოსმენებისა და მიყურადების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება მკაფიოდ და მტკიცედ განაცხადებს, რომ შესწორებების მიზეზი იყოს დასაბუთებული, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს არის ამ ანგარიშის დასკვნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველას ჩართულობას. ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას“, – განაცხადა დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა