პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ჯანდაცვის სამინისტრო - საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინს ცვლის

ნახვები: 631 ჯანდაცვის სამინისტრო - საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინს ცვლის

საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინს ცვლის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კერძოდ, უწყების ცნობით, რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა, 20 თვის ნაცვლად, ექვსთვიანი გახდება, ყოველდღიურად მისაღები 23 აბის ნაცვლად კი, პაციენტი მხოლოდ ხუთ აბს მიიღებს.

„კვლევის შედეგები რევოლუციური სიახლეა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში. კვლევა საფუძვლად დაედო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლაინში მოცემულ ექვსთვიან სამკურნალო რეჟიმებს.

ცვლილება, როგორც რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის გლობალური სტანდარტი, 2022 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

მულტიცენტრული კლინიკური კვლევა Zenix ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. მასში მონაწილეობდა ცენტრის კვლევითი, კლინიკური და ლაბორატორიული გუნდი, ძირითადი მკვლევრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმის, ლალი მიქიაშვილის ხელმძღვანელობითა და კვლევების დეპარტამენტის კოორდინაციით“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კვლევაში რამდენიმე ქვეყნის წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები მონაწილეობდნენ. შედეგები მსოფლიოში უმაღლესი იმპაქტფაქტორის მქონე ჟურნალის – The New England Journal of Medicine (NEJM) -ის 2022 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა