პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

კახა კალაძე:საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ - პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ

ნახვები: 630 კახა კალაძე:საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ - პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით მცდარია ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში შადრევანი დასრულებული არ იყო.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ადგილზე მიმდინარეობდა ტესტირება და შესაბამისი სამუშაოები.

„ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ",- აღნიშნავს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო შადრევანი ხელით მართვაზე, თუ გამართული იყო, კალაძე განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა მოადგილემ განმარტება გააკეთა და გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს.

„ამასთან დაკავშირებით მოგეცათ განმარტება, თუმცა გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, რეალურად, საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, იმ ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ. პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ გადადგეს კახა კალაძე, იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა. არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე.

მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ იმუშავა დამცავმა რელემ, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა იყო პრობლემა და მიზეზი, რატიმ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიმდინარეობს, თუ რაიმე დამატებითი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. პირველ რიგში ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, გავიგოთ რა მოხდა. არ მინდა ჩემი რაიმე განცხადებით ხელი შევუშალო გამოძიებას. რაც შეეხება ვახტანგიშვილს, ვახტანგიშვილის ფრაზა ეხებოდა ხარვეზის გამოსწორებას, როდესაც ასეთი მასშტაბური სამუშაო მიმდინარეობს ბევრია ხარვეზი და ბევრჯერ ხდება ხარვეზის გამოსწორებაზე მითითება, - აღნიშნავს კალაძე.
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა