პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპართასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა

ნახვები: 631 „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპართასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა

თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში, „შავი ლომი“ „თელავივ ჰითს“ დაუპირისპირდა, 29:17 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.

მიმდინარე გათამაშებაში „შავი ლომი“ თელ ავივის გუნდს ორჯერ შეხვდა და ერთხელაც ვერ მოუგო (ფრე და წაგება) ახლა კი სრულფასოვანი რევანში აიღო და ტიტულს დაეუფლა.

ლევან მაისაშვილის გუნდმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მალევე სოლიდური უპირატესობაც მოიპოვა – ანგარიში საჯარიმო დარტმით ლუკა მატკავამ გახსნა. პირველ ტაიმში დემე თაფლაძისა და ლაშა ხმალაძის ლელოებს სტუმრებმა ერთი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს. ტაიმი „შავმა ლომმა“ 22:3 მოიგო.

ჩვენებმა აქტიურად დაიწყეს მატჩის მეორე ნახევარიც – დასაწყისშივე მატკავამ კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რომელიც თავადვე შედეგიანად გარდასახა – 29:3.

საზმაუ

 

„ჰითი“ თამაშის გადარჩენას შეეცადა და დიდი ძალებით წავიდა შეტევაში, 55-ე წუთზე ლელოს გატანაც მოახერხა, რომელიც შდეგაინად გარდასახეს – 29:10. ლელოს შემდეგ სტუმრები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე წუთში მეორე ლელოც გაგვიტანეს – ჩვენს ხუთმეტრიან ზონასთან დერეფანი მოიგეს, კარგი მოლი შეკრეს და საბოლოოდ შეტევა გარდასახული ლელოთი დაასრულეს – 29:17.

საბოლოოდ, „შავმა ლომმა“ მოხერხა შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა და ზედიზედ მეორედ გახდა რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებული.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა