მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

მიხეილ სარჯველაძე - კიდევ სადღა უნდა დაეშვას, რომელი ფსკერის რეკორდი უნდა დაამყაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“?! გაუგონარი ამბები ხდება

16.01.2023 ნახვები: 617

კიდევ სადღა უნდა დაეშვას, რომელი ფსკერის რეკორდი უნდა დაამყაროს "ნაციონალურმა მოძრაობამ"?! გაუგონარი ამბები ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნებს გამოეხმაურა.

სარჯველაძის თქმით, დაპირისპირება იმდენად ცხადია, რომ პარტია იმავე სახითა და ფორმით არსებობას ვეღარ გააგრძელებს და შიდა არჩევნებში დამარცხებულ ნაწილს მისი დატოვება მოუწევს.

"არ მგონია სერიოზული იმის განხილვა, რომ ამ პარტიის მიერ შიდა არჩევნების ჩატარების შემდეგ, ისინი ზუსტად იმავე ფორმითა და სახით შეძლებენ პოზიციების შენარჩუნებას ქართულ პოლიტიკაში. იმდენად გაღრმავებულია დაპირისპირება და კონფლიქტი ჯგუფებს შორის, რომ შეუძლებელი იქნება იგივე ატმოსფეროს შენარჩუნება. მე არ მგონია, თუნდაც შანსის ნატამალია იმისა, რომ იგივე სახით განაგრძოს ამ პარტიამ ფუნქციონირება. როგორც ჩანს დამარცხებულ ნაწილს მოუწევს პარტიის დატოვება და ახალი პოლიტიკური სივრცეების ძიება.

რიტორიკული კითხვაა, მაგრამ საინტერესოა - კიდევ სადღა უნდა დაეშვას, რომელი ფსკერის რეკორდი უნდა დაამყაროს? გაუგონარი ამბები ხდება, ეს არ არის უბრალოდ შეხედულებების ჭიდილი, აზრთა სხვადასხვაობა, რომლითაც დიდი ხნის განმავლობაში ნიღბავდნენ იქ არსებულ კრიზისებს. შეხედულებების სხვაობა კი არა, დაფინანსების წყაროებისთვის გააფთრებულ ბრძოლას ვადევნებთ თვალს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა