პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მართვით სუნთქვაზე - როგორია საგარეჯოში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ნახვები: 630 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მართვით სუნთქვაზე - როგორია საგარეჯოში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მესამე, 24 წლის მამაკაცი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

მისივე თქმით, მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში უკეთესია.

„ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დილისათვის დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკიდურესად მძიმედ არის, დინამიკაში უკეთესია, თუმცა მისი ზოგადი მდგომაროებიდან, ტრამვებიდან გამომდინარე მართვით სუნთქვაზე რჩება და მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

ამჟამად, ჩვენთან სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

ერთი პაციენტი თვალის ტრამვის გამო გადავიდა შესაბამის კლინიკაში და იმ კლინიკიდანაც გაწერილია ბინაზე, ამბულატორიულ მკურნალობაზე. ერთი პაციენტი მსუბუქი ჭრილობებით გაწერილია ჩვენი კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე“, - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა

ინფორმაციას იპნ ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა