War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

როგორ უნდა მოაგვაროს მთავრობამ პრობლემური სესხების საკითხი პანდემიის დროს

28.10.2020 ნახვები: 1159

კორონავირუსის ფონზე, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებმა წლების განმავლობაში ეკონომიკაში დაგროვილი ყველა პრობლემა - რეცესია, მცირე და საშუალო ბიზნესის განადგურება, მოსახლეობის კეთილდღეობის დაცემა და სხვა ნეგატივი პანდემიას მიაწერეს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩი"-ს ბოლო განცხადება სხვა არაფერია, თუ არა გაფრხილება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს და არჩევნების შედეგების შელამაზებაზე ხელი არავის წაუცდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, პოლიტიკური გაურკვევლობის რისკი გაიზარდოს, რაც დღეისთვის მონიჭებული „სპეკულაციურ" რეიტინგს შეცვლის.

გვესმის, რომ ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანა და თუნდაც 2019 წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაახლოება დროს მოითხოვს. მსფ-ს პოზიტიური პროგნოზისა მიუხედავად, რომელიც 2021 წელს ბევრ ქვეყანას ეკონომიკის ზრდის კუთხით საკმაოდ მიმზიდველ პროცენტებს უწინასწარმეტყველებს, ჩვენ ვამბობთ, რომ სამწუხაროდ, ასე ვერ მოხდება, ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყნის გარდა, წინა წლის მონაცემებს ვერავინ მიუახლოვდება. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების უმეტესობა 2019 წლის მონაცემებს, სწორი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და ფულად საკრედიტო მონეტარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, მინიმუმ, 2-3 წლის შემდეგ მიაღწევს, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

მოსახლეობის კეთილდღეობა დღითი-დღე ეცემა და ეს მაშინ, როდესაც სამეზობლოში ჯერ კიდევ ომის ქარ-ცეცხლი ტრიალებს. ამიტომ, პოლიტიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

პანდემიამ ქვეყნის მოსახლეობას ბევრი წუხილი და სატკივარი გაუჩინა. პრობლემებიდან გამოვყოფდი ერთ-ერთ ისეთ საკითხს, როგორიცაა ფიზიკური პირების პრობლემური იპოთეკური და სამომხმარებლო საბანკო სესხები.
მაშინ, როდესაც ეკონომიკაში არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ეკონომიკური პრობლემები მყისიერად იქნება მოგვარებული, აუცილებელია, მთავრობა გულისყურით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს. კერძოდ, უზრუნველყოს და საბანკო სექტორთან საკითხები ისე მოაგვაროს, რომ ვადაგადაცილებულ საბანკო სესხებზე, რომლის მომსახურეობაც მოსახლეობას აღარ შეუძლია, ჯარიმებისა და პროცენტების დარიცხვა შეწყდეს (შეგახსენებთ: ასეთი სესხების უმრავლესობა წლიური 36%-იანი). უნდა დაფიქსირდეს დავალიანება და მიეცეს მოვალეებს საშუალება, „დაფიქსირებული" დავალიანება დაფარონ გრაფიკით, რომელიც გადანაწილებული იქნება ხანგრძლივ პერიოდზე, შეთანხმებისამებრ.

აღნიშნული პრობლემური საკითხის მოგვარების უგულვებელყოფა, უბრალოდ, გულგრილობაა საკუთარი მოსახლეობის მიმართ.


ნიკა შენგელია,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

 

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა