თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მოსამართლემ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული კიდევ 12 პირის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

ნახვები: 425 მოსამართლემ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული კიდევ 12 პირის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 12 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

ამით მოსამართლე მეია მელქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარემ პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, მოტივად მიმალვის და ახალი დანაშაულის საფრთხეები დაასახელა.

დაცვის მხარე არ იზიარებდა პროკურატურის აღნიშნულ პოზიციას და ამტკიცებდა, რომ დანაშაულის დასადგენად საქმეში შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატების თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რითაც ბრალდებულთა ერთმანეთთან კავშირი, შეთანხმება და ჯგუფურად მოქმედება დგინდება. დაცვის მხარემ სასამართლოს მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ნაკლებად მსუბუქის, გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. გირაოს ოდენობად კი ნაწილის მიმართ 5 000 ლარი დასახელდა, ნაწილმა კი გირაოს ოდენობის განსაზღვრება სასამართლოს მიანდო.

15 000 - 15 000 ლარის ოდენობით გირაო დაასახელეს თემურ ქურციკიძის და გიორგი მუმლაძის ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.

მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 -წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა