კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს

ნახვები: 586 თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს

 თიბისიმ ავსტრიულ საბანკო ჯგუფთან - Raiffeisen Bank International - ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმება ერთიანი ჩარჩო-დოკუმენტის შექმნას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მრავალჯერადი სავაჭრო სესხები ერთიანი და სტანდარტული პირობებით გაიცემა. შედეგად, მხარეებს შორის საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების პროცესი უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდება.

ხელშეკრულება თიბისის საშუალებას მისცემს, გააძლიეროს ბიზნესის მხარდაჭერა და კომპანიებს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები აქტიურად დაუფინანსოს.

შეთანხმება კიდევ უფრო გაამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის საბაზრო წილი 48%-ს აღემატება, მთლიანი პორტფელი კი 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს. ადგილობრივ ბაზარზე პირველობის გარდა, ბანკს არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული: მიმდინარე წელს ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით თიბისი აზიის განვითარების ბანკმა(ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა(EBRD) დააჯილდოვეს.

“მოხარული ვარ, რომ თიბისიმ შეთანხმება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან გააფორმა. ჩვენი ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით უკვე  1000-მდე მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე, საერთაშორისო კომპანია სარგებლობს. თიბისი პარტნიორ კომპანიებს ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტული პირობებით დაფინანსებას სთავაზობს. ახალი ხელშეკრულების მეშვეობით კი შევძლებთ, კიდევ უფრო მეტი პარტნიორი დავაფინანსოთ და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსების და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა