პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

მიხეილ სარჯველაძე - ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, არ შეიძლება, გმირი შევარქვათ, გარდა იმისა, რომ სამართლებრივად არასწორი მიდგომაა, ამორალურობაც არის

ნახვები: 635 მიხეილ სარჯველაძე - ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, არ შეიძლება, გმირი შევარქვათ, გარდა იმისა, რომ სამართლებრივად არასწორი მიდგომაა, ამორალურობაც არის

ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, არ  შეიძლება, გმირი შევარქვათ, გარდა იმისა, რომ სამართლებრივად არასწორი მიდგომაა, ამორალურობაც არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შესახებ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ამ საკითხს ბევრი წახნაგი აქვს და აუცილებელია, ყველაფერს სწორი შეფასება მიეცეს, რისთვისაც არსებობს სამართლებრივი პროცედურები.

„ძალიან საყურადღებოა, რომ საქართველოში აქციებს საკმაოდ დატვირთული ისტორია აქვს. განსაკუთრებით, 80 წლების ბოლოდან მოყოლებული, ქართულ საზოგადოებას არასდროს მიუმართავს ისეთი ხერხებისთვის, როგორიც გამოყენებული იყო ამ დღეებში. სიმართლე გითხრათ, ასეთი არაბუნებრივი ქცევა ბევრი კითხვის დამბადებელი შეიძლება, იყოს. ასეთ ფონზე შეიძლება, გარკვეული ვარაუდები ჩამოგვიყალიბდეს, ხომ არ იყო ეს მართული ოპოზიციის იმ ნაწილის მხრიდან, რომელსაც მუდამჟამ ძალადობრივი ინსტრუმენტებით და ძალადობრივი მეთოდებით უნდა, მიაღწიოს საწადელს, რათა ხელისუფლება ხელში აიღოს, ხვდებიან, რომ არაძალადობრივი გზით ეს შეუძლებელია.

ფაქტია, იქ ადამიანებმა სრულიად არაბუნებრივი ნაბიჯები გადაგეს და ზოგიერთ შემთხვევაში იქ აშკარად გამოჩნდა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი, სამწუხაროდ, მაქსიმალურად აქეზებდა ასეთ ნაბიჯებს. ასევე, ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. როდესაც ამასთან დაკავშირებით პირველად გაჩნდა კითხვები, პირველი ვერსია, რაც ოპოზიციამ განავითარა, ის იყო, რომ აბრალებდნენ ხელისუფლებას, ესენი სუს-სგან მართული ადამიანები იყვნენო. შემდეგ გამოჩნდა, გაირკვა, ვინც იყო და ახლა სთავაზობენ საზოგადოებას სრულიად სხვა ინტერპრეტაციას და ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი გმირი არისო. როგორც არ უნდა ეცადონ ახლა ამ ადამიანის წარმოჩენას, როგორც გმირისას, არ შეიძლება, უბრალოდ, სიტყვა „გმირი“ ასეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ, რომ ასეთ ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, იმას შევარქვათ იგივე სახელი, რაც, მაგალითად, ჟიული შარტავას აქვს. არ შეიძლება, უბრალოდ, ასეთი რამ. ეს, მათ შორის, არის ამორალურობაც, გარდა იმისა, რომ სამართლებრივად აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა