პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

რომან გოცირიძე - ელენე ხოშტარიამ წინაპარზე თქვას უარი? მოსკოვში დაიდგას ქართველი ადამიანის შრომის შედეგი და ფული ჩაერიცხოს რუსეთის ბიუჯეტს?

ნახვები: 631 რომან გოცირიძე - ელენე ხოშტარიამ წინაპარზე თქვას უარი? მოსკოვში დაიდგას ქართველი ადამიანის შრომის შედეგი და ფული ჩაერიცხოს რუსეთის ბიუჯეტს?

ელენე ხოშტარიას წინაპარმა შექმნა ინტელექტუალური საკუთრება და ყველა სპექტაკლიდან, სადაც კი მისი მხატვრობა იქნება, კუთვნილი ფული ერიცხება. ხოშტარიამ წინაპარზე თქვას უარი? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

გოცირიძის თქმით, ეს საერთაშორისო ნორმაა.

„ელენე ხოშტარიას წინაპარმა შექმნა ინტელექტუალური საკუთრება და ყველა სპექტაკლიდან, სადაც კი მისი მხატვრობა იქნება, ნიუ იორკში, პარიზში, მოსკოვში თუ თბილისში, კუთვნილი ფული ერიცხება. რა თქვას ახლა, წინაპარზე თქვას უარი? მოსკოვში დაიდგას ქართველი ადამიანის შრომის შედეგი და ფული ჩაერიცხოს რუსეთის ბიუჯეტს? თუ ათეულ ათასებს ურიცხავენ, ე.ი. სიცოცხლის შემდეგაც მისი შრომის პროდუქტი შემოსავალს იძლევა. არავის ფულს ასე არ ჩაურიცხავენ, ეს არის საერთაშორისო ნორმა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა