პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ჯუანშერ ბურჭულაძემ საგურამოში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ნახვები: 633 ჯუანშერ ბურჭულაძემ საგურამოში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგურამოში კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრისა და ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 202-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო ბაზაზე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

„სამხედრო ბაზაზე ლაზარეთს, სასადილოსა და გამშვებ პუნქტს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. დასრულებულია ყაზარმის რეაბილიტაციაც, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვა. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო სპორტული დარბაზი. დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად კი, სამხედრო ნაწილში გმირთა მემორიალი დაიდგა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში საგურამოს ბაზის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ახალი საინჟინრო, საკომუნიკაციო, წყალმომარაგების, ბუნებრივი აირის და ელექტროობის სისტემები. აშენდა სამი საქვაბე, რომელიც შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა. მოეწყო ეზოს განათებაც. ამჟამად, საგურამოს ბაზაზე მიმდინარეობს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სარეკრეაციო ზონის მოწყობა.

ქართველი სამხედროებისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა