პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ზაპოროჟიეს რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რუსეთის არმიის გენერალი დაიღუპა

ნახვები: 634 ზაპოროჟიეს რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რუსეთის არმიის გენერალი დაიღუპა

ზაპოროჟიეს რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის გენერალი მოკლეს.

ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, მოკლულია გენერალ-მაიორი, სერგეი გორიაჩევი, რუსეთის არმიის დანაყოფებმა კი, მძიმე დანაკარგები განიცადეს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 მოიერიშე ბრიგადა აგრძელებს ბახმუტის გარშემო ფლანგების გაწმენდას და უკრაინის მიწების გათავისუფლებას.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუს სამხედროებს უკან დაახევინეს ფრონტის ხაზის გასწვრივ 1.8 კმ-ზე და ფრონტის სიღრმეში 1.2 კმ ტერიტორიებიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის არმიის მე-3 მოიერიშე ბრიგადის მე-2 მოიერიშე ბატალიონის შეტევითი მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის 57-ე ბრიგადის ქვედანაყოფებს მნიშვნელოვანი ზარალი აქვთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა