პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

კახა კალაძე - მინდა, მჯეროდეს, რომ კანდიდატის სტატუსზე ამჯერად გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი

ნახვები: 632 კახა კალაძე - მინდა, მჯეროდეს, რომ კანდიდატის სტატუსზე ამჯერად გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმედი აქვს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ამასთან, კალაძის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს რაც შეეხება, იცით, პრემიერს ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში და შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, მათი მხრიდან იყო თხოვნა, რომ აღნიშნული კანონის მიღება მესამე მოსმენით არ მომხდარიყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ აღნიშნულ თხოვნას, დეკემბრამდე დაველოდებით, არ მივიღებთ აღნიშნულ კანონს, რომელიც მესამე მოსმენით უნდა მიღებულიყო. ზოგადად, დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსთან დაკავშირებით. მინდა, მჯეროდეს, რომ ამ ეტაპზე, ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე, თუ რამე წარმატება გვაქვს მიღწეული, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ყველა წარმატებული ნაბიჯი უკავშირდება ამ პერიოდს. ჩვენ ასევე ევროპაში მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც საქართველო იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს და არასამართლიანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ამჯერად მინდა, მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება სამართლიანი და არ დაიჩაგრება ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა