გარემოს ეროვნული სააგენტო: თბილისში 8 საათში ივლისის თვის ნორმაზე 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა
ნესტან კუტივაძე: წიგნი სიყვარულის უფლებასა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“
არჩილ იაკობაშვილი - აგვისტო-სექტემბერში რუსეთში ამბავი დატრიალდება
2026 წლის პირველ ნახევარში ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 70%-ზე მეტით გაიზარდა
ელენე ხოშტარია: ყოველ დილით ხალხი უნდა ხედავდეს ერთიან ოპოზიციას და არა ცალ-ცალკე პარტიებს
თბილისის მერია - რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება
რუისპირში ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში ამჟამად 90 პოლიტიკური პატიმარია

შური ვიძიე?! - ზუკა ნემსაძე, პოეტი

17.07.2023 ნახვები: 2469

მინდოდა დამელია სამოთხის წყალი - ცოდვების მოსაშორებლად.

მინდოდა აღსარება მეთქვა...

ტაძართან მისულს შიშის ელდა მეცა და ფეხაკრეფით გავუყევი ხმაურიან და ცოდვიან ქუჩას.

მინდოდა მეთქვა აღსარება, მომეყოლა ჩემი ცოდვები - ღამის კოშმარებისთვის..

ისევ ვერ შევძელი...

გარეთ ისევ ბნელა, ლამპიონები დუმილით შთანთქავენ ღამის ბოროტებას:

ლოთი სევდიან ქალაქს გრადუსიანი ალკოჰოლის შხეფებს აპკურებს,

ისე ვით ლოცვისას მამაო ნაკურთხ წყალს - ამას იგი ქალაქის კურთხევას ეძახის;

მე კი ისევ ვერ შევძელი მეთქვა აღსარება...

ქუჩის მუსიკოსები მღერიან, ჩემთვის უცნობ თუმცა ქალაქისთვის შესაფერისს

დრამას;

ქუჩის კუთხეში, ბიჭები შეკრებილან და უმისამართოდ ატრიალებენ ჯიბიდან ამოღებულ სიკვდილს - ანუ, დანას;

ბოროტება და სიკეთე… ორად გაყოფილი ქალაქის სევდას გრძნობენ ისევ

აი, ისინიც ვისაც სძინავს.. ღრმად და საზიზღრად;

ისინი, ვისაც არ ადარდებს ქალაქის სევდა - ხალხის ტკივილი;

შუა ქუჩაში პოლიციამ გააჩერა მოხუცი მძღოლი, უპატრონო  -

აი, იქ - კაბინეტებში რომ არ ჰყავს ხალხი - დააჯარიმა.

რისთვის?! რომ ჰკითხოთ ალბათ ვერ გეტყვის.. დააჯარიმა;

აი, ახლაც ვერ შევძელი მეთქვა აღსარება:

დავხმარებოდი, ლოთს ალკოჰოლის შხეფების პკურებაში;

აი, ის დანა, ანუ სიკვდილი გამომეგლიჯა იმ ყეყეჩი ახალგაზრდისთვის;

ან იმ მოხუცთან მივსულიყავი და პოლიციისთვის არ მიმეცა უფლება დაჯარიმების;

აი, ახლაც ვერ შევძელი მეთქვა აღსარება..

აღსარება - არა შავოსან, წვერიან კაცთან, რომელსაც ჯიპი ჰყავს და იმ ჯიპის ფასით შეუძლია დააპუროს მთელი მრევლი, მთელ ეკლესია,

შეიძლება, პატარა ქალაქის მოსახლეობასაც კი აყოფინოს იმ ჯიპის ფასი.

ახლაც ვერ შევძელი მეთქვა აღსარება, ოღონდაც მისთვის - აი, რომელიცაა ცათა შინა და შინა ცათა...

პროკლამაციააა, ეკრანები აჭრელდა სისხლით:

აი, ის ლოთი თურმე გუშინ მტკვრის ცივმა წყალმა უფსკრულში შთანთქა, როცა აპკურებდა ალკოჰოლის შხეფებს კურთხევისთვის;

აი, იმ ყეყეჩ ბიჭს კი ძმაკაცებთან ერთად მოუკლავს კაცი;

კაცი ხატად თვისსა - რომელი ხარ ცათა შინა?!

ის მოხუცი კი დილით შვილებს უნახავთ მკვდარი... საცოდავ კაცს გული გასკდომია - სახლში მიმავალს, ზედ შუა გზაზე;

მას შემდეგ რაც პოლიციამ ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი მანქანაც ჩამოართვა - „პური მისი არსობისა“...

მე კი ახლაც, ვერ ვთქვი აღსარება, რომელიცა ხარ ცათა შინა?!

როგორ მინდოდა მეთქვა შენთვის?!

მერე? იმ მღვდელმა სწირა, რომლის მრევლიც იყო ის ყეყეჩი ბიჭი;

მოხუცი მძღოლი;

ის ლოთი, რომელსაც ბევრჯერ სთხოვა რომ არ დაელია - მერე კი მიაბერტყა კალთა და გაიარა: - მაინც არ ესმის;

იქ, მაღლა, კაბინეტებში მჯდომნიც კი შეშფოთდნენ - ოღონდ საჯაროდ, ამბებით: ყეყეჩი ბიჭის;

პოლიციისგან უსაფუძვლოდ მოკლული კაცის;

იმ ლოთის - თურმე კარგი კაცი რომ იყო და „კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს“;

სადა ხარ ღმერთო?! ცათა შინა?!

მე კი, ისევ ვერ ვთქვი აღსარება. მთელი დღე ვუსმენდი ამბებს:  სტუმართმოყვარე, უპურო და მარილიან ქალაქზე, სადაც სიკვდილი სიცოცხლეზე მეტად ფასობს და ათიდან ცხრა მთაწმინდაზე იზომავს ადგილს...

მე კი, ისევ ვერ ვთქვი აღსარება, ვერ ვადიდე ღმერთი, რომელიც არს ცათა შინა...

უბრალოდ ვთხოვდი, მიტევებას ჩემი ცოდვების...

„ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან! ამინ!“

აი, მოვიდა მამაო ჯიპით, კაბინეტებში მსხდომნიც ბლომად იყვნენ იმ დღეს წირვაზე - დღესასწაულებზე გადიან ხალხში..  ხალხში?!...

მე კი, აღსარება მაინც ვერ ვთქვი;

ჯერ ალკოჰოლით ვაკურთხე ქალაქი ლოთის ცხონებისთვის;

შემდეგ კი, ყველა დანა ვისროლე მტკვარში;

ბოლოს მკვდარ მოხუცს გამოვესარჩლე და პოლიციის მანქანაზე ვიძიე შური;

და მაინც ვერ ვთქვი აღსარება შენთან - "იყავნ ნება შენი, რომელიცა ხარ ცათა შინა"...

ზუკა ნემსაძე

თბილისი

17.07.23

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა