თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევროკომისია პაველ ჰერჩინსკის წერილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

ნახვები: 516 ევროკომისია პაველ ჰერჩინსკის წერილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

ევროკომისია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მედიაში გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

აღნიშნულ წერილზე ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას. ამ დროისთვის უკვე მიჩვეულები ვართ საინფორმაციო პროპაგანდას ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ, მოდით ფაქტებს სიცხადე შევძინოთ - უკვე 2024 წლის ივნისში ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე და რომელიც ასრულებდა პირველ გამოსაფხიზლებელ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მათ შეეცალათ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ იმავე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტის უმრავლესობას იგივე პარტია წარმოადგენს და იმის ნაცვლად, რომ შეცვლილიყო დემოკრატიისთვის მსგავსი დესტრუქციული ქმედებები, ჩვენ მხოლოდ ვხედავთ, რამდენად მწვავდება ეს ქმედებები ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, ჟურნალისტების დაპატიმრებითა და მშვიდობიანი პროტესტანტებზე თავდასხმით. ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა 2024 წლის ივნისში, ეს, ასევე, გვქონდა ოქტომბერში, დეკემბერში და ამ კვირას გაფართოების ანგარიშით კვლავ ვიხილეთ, რომ ამ ქმედებების შედეგი არის ის, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელადაა“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“. მათივე ცნობით, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებული“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა