პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობის მიცემა

ნახვები: 630 ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობის მიცემა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნენ. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ეს არის ერთ-ერთი დაპირება, რომელიც პარტიაში არჩევნების ჩატარების შემდეგ შესრულდა.

„პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის და, შესაბამისად, ვაგრძელებთ ტრადიციას, ამიტომ პოლიტსაბჭოზე ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ახალგაზრდებს, რომლებსაც თვეების განმავლობაში აქტიურად ხედავთ ტელეეკრანებზე, სხვადასხვა საკრებულოში, სხვადასხვა საჯარო სივრცეში, მიეცემათ შესაძლებლობა, იყვნენ წარმმართველები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღებები.

ირაკლი ფავლენიშვილი, რომელსაც საზოგადოებისთვის წარდგენა არ სჭირდება, იქნება გენერალური მდივნის მოადგილე; ნიკოლოზ ჭურაძე, რომელიც თვეების განმავლობაში იბრძოდა უკრაინაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მსოფლიოში, უკრაინაში მშვიდობისთვის, რომელიც არის, სხვათა შორის, მხატვარი, იქნება კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი. იცით, გელათი, ჯვარი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა უმძიმეს მდგომარეობაშია და, შესაბამისად, ნიკა უხელმძღვანელებს ამ სამსახურს; თათია ნიკოლაშვილი, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იგი პარალელურად გახლავთ ოზურგეთის საკრებულოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი; ვანო მაღალაშვილი იქნება აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, მას სამოქალაქო აქტივისტები განსაკუთრებით კარგად იცნობენ, აქვს პარტიული მუშაობის გამოცდილება თეთრიწყაროში; გვანცა გაზდელიანი იქნება იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე; ედო ჯავახიძე – სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანი, ანუ ის ხდება სამდივნოს წევრი; ალექსანდრე კრევო ასათიანი – საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილე; გიგი გიგიტელაშვილი, რომელიც არის თელავის საკრებულოს აქტიური წევრი, ასევე, იქნება სამდივნოს აპარატის უფროსი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობის მიცემა და ჩვენ აუცილებლად ერთად შევქმნით გამარჯვების პლატფორმას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა