სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

2003 წლის ნოემბერი 2020 წელს?!

13.11.2020 ნახვები: 1014

2003 ნოემბერმა საქართველო გარკვეულწილად გააფუჭა - 23 ნოემბერს, 1-თვიანი შეუწყვეტელი მიტინგების შედმეგ შევარდნაძის სრულიად გახწნილი და ძირმომომპალი ხელისუფლება დაეცა, განსაკუთრებული ძალისხმევის და წინაამღდგებობების გადალახვის გარეშე.

2003 წლინ ნოემბერმა დაამკვიდრა ქართველ ხალხში ერთგვარი ილუზია, რომ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერთა არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ხელისუფლების ჩამოგდება ადგილად შესაძლებელია. თითქოს საკმარისია რამდენიმე კვირა ჩაატარო დიდი მიტინგები, გადკეტო გზები, დრო და დრო მიაგდე სამთავრობო შენობებს და ქვეყნის მმართელების საცხოვრებელ სახლებს - და სისტემა ხუხულასავით ჩამოიშლება.
ამ არასწორმა წარმოდგენამ უკვე რამდენიმეჯერ დააზიანა ქვეყანა. მაგალითად, როდესაც 2008-2009 წლებში იმდროინდელი ოპოციზია დარწმნუნებლი იყო, რომ „მიშა დამთავრებულია"... მაშინ მათ მიიღეს სააკაშვილისგან ბევრი საინტერესო შემოთავაზება, რომელთა მიღება ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლიდა, თუმცა, ყველაფერზე კატეგოული უარი თქვეს.
მათ თვალწინ ამ დროს სწორედ 2003 წლის 23 ნოემბერი იყო და ისინი დარწმნუნებულები იყვნენ, რომ მის გამეორებას შეძლებდნენ - ისინი ისე ჩქარობდნენ, რომ სააკაშვილი ბოლოს და ბოლოს 2012 წლამდე არსად წავიდა.
მზგავსი სიტუაცია გვაქვს დღესაც. ვინმე თუ დაითვლის, რამდენჯერ გვსმენია „მორჩა, ბიძინა დამთავრებულია" იმ დროს, როდესაც ბიძინა დამთავრებასთან ახლოსაც არ იყო მისული?
ოპოზიციის, განსაკუთრებით ნაცმოძროაბის წევრები ხშირად ამბობენ, რომ ერთად-ერთი გამოსავალი რევოლუაციაა, და მაგალითად ყოველთვის სწორედაც 2003 წლის ნოემბერი მოჰყავთ.
მაგრამ ეს ფუნდამენტალური შეცდომაა. 2003 წელი არასდროს გამეორდება - იმიტომ რომ 2003 წელი შესაძლებელი იყო მხოლოდ 2003 წელს. 17 წელია გასული და იმ ქვეყნისგან სადაც ხელისუფლების შეცვლა ერთი საშუალო სიძლიერის წიხლით იყო შესაძლებელია - უკვე არაფერია დარჩენილი.
სინამდვილეში ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლა არის ურთულესი ამოცანა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს წინაშეა მეტ-ნაკლებად შემდგარი სახელმწიფო - თავისი აპარატით, ძალოვანი სტრუქტურებით, ერთგული ბიუროკრატიით, და მორჩილი მსხვილი ბიზნესით.
2003 წელს საქართველომ ისეთ უფსრულში იყო გადავადრნილი, რომლის მზგავსი დღეს არ იქნება, იმ შემთხვევაშიც თუ ქვეყანას საერთოდ არ ეყოლება მმართველი. შევარდნაძის პერიოდში სახელმწიფოებრიობის ჩანასახიც კი არ არსებობდა - არ იყო პოლიცია, არ იყო ეფექტური და ბრძანების შემსრულებელი სხვა ძალოვანი სტრუქტურები, რეჟიმს მომხრეები ადმინისტრაიულ ორგანოებშიც კი არ ჰყავდა.
სხვა თუ არაფერი, ქვეყანა საკუთარ საჯარო სტრუქტურებს ხელფასებს ვერ უხდიდა, პენსიები კი თვეობით იგვიანებდა.
2003 წელს ძალაუფლება მიწაზე ეგდო - მოიგო იმან, ვინც დახრა და მისი აღება არ დაიზარა.
დღეს ხელისუფლების მოწინააღდეგეები ხშირად ლაპარაკობენ 90-ანი წლენის დაბრუნებაზე, თუმცა, ეს მეტაფორა უფრო არის, ვიდრე ფაქტის კონსტატაცია. ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი დღევანდელ საქართველოს 90-ან წლებთან საერთო არაფერი აქვს.
ბოლო წლების წარუმატებელი ოპოზიციური გამოსვლების მთავარი გაკვეთილი მარტივია - დაივიწყეთ 2003 წელი, ის უკვე ისტორიას ჩაბარდა, როგორც თბილისის „დინამოს" გამარჯვება ევროპის თასების თასზე 1981 წელს. დღეს მისი გამეორების არავითარი შანსი არ არსებობს.
პირველი მიზეზი უკვე ითქვა - გაცილებით უფრო ძლიერი, ორგანიზებული, და ქმედითუნარიანი სახელმწიფო სისტემა.
მეორე ფაქტორია - საზოგადოებრივი მხარდაჭერა. სწრაფი გადატრიალების მომხრეები ხშირად იხსენებენ ცნობილ გამონათქვამს, რომ „რევოლუციას ქმნის საზოგადოების აქტიური 2%".. თუმცა, ამ გამონათქვამის მეორე ნახევარი ავიწყდებათ - „90% -ის მდუმარე თანხმობის პირობებში".
დღეს ოპოზიციას და ქვეყანას მთლიანად, ამ ორივე ფაქტორში პრობლემა აქვს.
ძალიანაც რომ მოვიდნომოთ 90% მდუმარე მხარდაჭერა არ გამოდის. ხელისუფლებას თავისი 40-45% მყარი ამომრჩეველი ჰყავს. მორჩილი, ყურმოჭრილი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ხელფასის დროულად ჩარიცვხა აინტერესებს.
რითი შეიძლება თავი იმართლოს, მაგალითად, ისეთი პერსონის ამომრჩეველმა, როგორიცაა გია ვოლკი? წარმოგდნენიათ ცოცხალი, ორფეხა, და ადამიანურ ენაზე მეტყველი არსება, რომელსაც იმდენად მოსწონს ვოლკი, რომ ის მას ხმას თავისი ნებით აძლევს?
ეს კატეგორია სრულიად ყურმოჭრილი და მორჩილია მანამ, სანამ სახელმწიფო საბოლოოდ არ ჩამოიშალა და 2003 წელი არ დადგა.
შესაბამისად, რევოლუცია უკვე მხოლოდ ამის გამოა შეუძლებელი - მოსახლეობის თითქმის ნახევარი ხელისუფლებას ჯიბეში ჰყავს.
აქედან გამომდინარეობს მეორე ფაქტორიც - ოპოზიცია ვერც რევოლუციისთვის საკმარის 2%-ს აგროვებს.
საქართველოში ყველა საპროტესტი აქცია ერთი სქემით მიმდინარეობს - პირველ დღეს 15-20 ათასი ადამიანი, მეორეს 10-15, მესამეს - 5-10, შემდეგ კი საპროტესტო აქციები ისე ტარდება, რომ გვერდით, რუსთაველზე ავტომობილები დადიან. როდესაც მიტინგთან გვერდით გამსვლელ ავტობუსს დაინახავთ - ჩათვალეთ, რომ წააგეთ.
ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს თანმიმდრევრულობა ისე ხშირად მაქვს ნანახი, რომ აქციების დაწყების მე-2 დღეს უკვე მიტინგზე წასვლაც კი არ ღირს...
გვაქვს ურყევი მოცემულობა - ის რაოდენობა, რომელიც ოპოზიციას გამოჰყავს - რევოლუციისთვის არასაკმარისია.
რევოლუცია - არაა მხოლოდ მიტინგი რუსთაველზე, თუნდაც, ყველაზე დიდი. რევოლუცია პარალელურად მიმდინარეობს რეგიონებშიც, სადაც ამბოხებული მასა ადგილობრივ ფეოდალებს აძევებს - გახსოვთ, კახეთში, შევარდნაძის ერთგული მედედა მეზვრიშვილი, რომელიც ბევრად უფრო ადრე ჩამოაგდეს, ვირდე თბილისში პარლამენტი დაეცა?
დიდი რევოლუცია არის პატარა რევოლუციების კასკადი - აჯანყებულ რეგიონებში ხალხი ადგებს ადგილობრივ ხელისუფლებას, პოლიცია უმოქმედოა, ცენტალური ხელისუფლება ახელა შემოტევას ვერ უმკლავდება და ამდენი სპეცრაზმის და კაი ბიჭები არ ჰყავს.
პარალელურად თბილისში ტარდება უწყვეტი ხალხმრავალი მიტინიგები, ყოველდღიურად მინიმუმ 10-15 ათასი ადამიანი.. ბოლოს, მთელი ქვეყანა ოპოზიციის ხელშია და დარჩა ბოლო დარტყმა - დაუძლურებული და უკვე არაქმედითუნარიანი ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც უკვე არაფერს არ მართავს.
2003 წლის რევოლუცია არ იყო მხოლოდ სააკაშვილის მიერ პარლამენტის აღება - პირიქით, პარლამენტის აღება იყო უკვე აღსრულებული რევოლუციის ბოლო აკორდი..
ამხელა ამოცანის შესრულებას სჭირდება ასობით ათასი აქტიური მომხრე.. რომელიც ოპოზიციას არ ჰყავს.
ბიძინა - სახადია, ვირუსი, რომელიც ქვეყანამ დიდი დანაკარგების ხარჯზე უნდა მოილიოს. დარწმუნებლული ვარ - ეს როდისმე დასულდება. მისი ბოლო სამარცხვინო იქნება - საკითხი იდგება მარტივად - მოასწრებს თუ არა ის ვერტმფრენში ჩაჯდომას...
თუმცა, 2003 წლის ილუზიები საბოლოოდ უნდა დავივიწყოთ, ისევე, როგორც თბილისის „დინამო"-ს გამარჯვება 1981 წელს.
ქვეყანას შავი ჭირი სჭირს და მის მოლევას, თუ წამალი ძველი და გამოუსადეგარია, წლები დასჭირდება..

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა