ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ზურა ჯაფარიძე - 1 პროცენტითაც არ მჯერა, რომ არსებობს რამდენიმე ათასი მილიონერი არაბი, რომელიც მოილტვის საქართველოში უძრავ ქონებაში ფულის ჩასადებად

ნახვები: 404 ზურა ჯაფარიძე - 1 პროცენტითაც არ მჯერა, რომ არსებობს რამდენიმე ათასი მილიონერი არაბი, რომელიც მოილტვის საქართველოში უძრავ ქონებაში ფულის ჩასადებად

რაც უფრო მეტად მოექცევა ქვეყანა იზოლაციაში, მით უფრო გართულდება და გაძვირდება ქვეყანაში ინვესტიციების/ფულის მოზიდვა და მით უფრო ჩვენთვის კაბალურ პირობებზე მოაწერენ „ქოცები“ ხელს და დამალავენ, - ამის შესახებ არაბულ კომპანია Eagle Hill-თან დაკავშირებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ჯაფარიძის განმარტებით, 1%-თაც კი არ სჯერა, რომ არსებობს რამდენიმე ათასი მილიონერი არაბი, რომლებიც მოილტვის საქართველოში უძრავ ქონებაში ფულის ჩასადებად.

ჯაფარიძის თქმით, „მთავარი კითხვა გამოჩნდება იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელისუფლება მალავს“.

„ამ Eagle Hills-ის პროექტზე რა აღარ მოვისმინე ორივე მხრიდან, წამყვანი „კლოუნის“ სარეკლამო ვიდეოსაც კი ვუყურე და მაინც მგონია, მთავარ სათქმელს არ ვამბობთ აქეთ მხრიდან გასაგებად. ალბათ, მაინც იმის ბრალია, რომ სიტყვა „არაბის“ ყველა ბრუნვაში ბევრჯერ ხსენებით ვიღაცებს „ქოცების“ ბუნებრივი მხარდამჭერების მომხრობის, თუ გაბრაზების იმედი აქვთ. ნეტარ არიან მორწმუნენი. აქვე ვიტყვი, რომ თუ ვინმე კრიმინალი ან ტერორისტი არ არის, საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ამ ქვეყანაში იცხოვროს და იმუშაოს. განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა, რომლებითაც ტრადიციულად ყოფენ ადამიანებს. მოქალაქეობის (მარტივად) მიცემის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ უნდა ვწყვეტდეთ ამ ქვეყანაში როგორი წესრიგი იქნება. საცხოვრებლად და სამუშაოდ რაც მეტს ენდომება ჩამოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვისაც და მათთვისაც. მოქალაქეობა დავუბრუნოთ ყველა იმ ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც ის დაკარგა იდიოტური კანონის გამო. ასევე, 1%-თაც კი არ მჯერა, რომ არსებობს რამდენიმე ათასი მილიონერი არაბი, რომელიც მოილტვის საქართველოში უძრავ ქონებაში ფულის ჩასადებად. რამდენიმე ათასი კი არა, 5 რომ არსებობს, ეგეც არ მჯერა. ხუთიც ბევრია. 3 არაბი იყოს. სამიც არ მჯერა. ზოგადად, არ მჯერა, რომ მდიდარ არაბებში, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებულები საქართველოში უძრავ ქონებაში კაპიტალის დაბანდებით, როცა ეს ქვეყანა დასავლეთისკენ მიდიოდა ჩქარი ტემპით, მას შემდეგ გაჩნდა ასეთი ინტერესი, რაც ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოექცა. ლოგიკა არ არის ამაში. მდიდარი არაბები სულელები არ არიან.

კიდევ ერთი საკითხი, სანამ მთავარ სათქმელამდე მივალ. რატომღაც ყველა კრწანისზე ლაპარაკობს, უნიკალური ტერიტორია, იშვიათი ჭაობი, საპატრიარქო, ისა ესა. მე გონიოზე მაქვს კითხვები. გონიოს მერე არის კვარიათი, მერე სარფი, მერე თურქეთი და პატარ-პატარა თურქული დასახლებები. სად უფრო მეტი ტერიტორიაა დეველოპმენტისთვის, გონიოში და საქართველოში ზოგადად, თუ ვთქვათ ხოფაში და თურქეთში ზოგადად? სად უკეთესი ზღვაა, გონიოში თუ ხოფაში? სად უკეთესი ინფრასტრუქტურაა? სად უკეთესი მომსახურებაა? სად უფრო ხარისხიანად (და ალბათ იაფადაც) აშენებენ? სად უფრო მეტი შეძლებული მყიდველია (უფრო დიდი ბაზარია)? სად მეტი კულტურული ნიშან-თვისებების თანხვედრაა? თურქეთს აწყენს და არ უნდა 6.5 მლრდ დოლარი ინვესტიცია? 6.5 მლრდ დოლარი თუ მართლა მოგვაქვს საიდანღაც, რატომ უნდა ჩადო სარფს აქეთ და არა სარფს იქეთ? რას უთმობენ „ქოცები“ ვიღაცას (წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს) ისეთს, რასაც თურქები არ მისცემდნენ? ეს არის მთავარი კითხვა. ეს გამოჩნდება იმ რაღაც ხელშეკრულებაში, რომელსაც მალავენ. ამიტომაც მალავენ. მთავარი სათქმელი კი, რომელიც უნდა ვუთხრათ და ავუხსნათ ხალხს, არის შემდეგი: რაც უფრო მეტად მოექცევა ქვეყანა იზოლაციაში, მით უფრო გართულდება და გაძვირდება ქვეყანაში ინვესტიციების/ფულის მოზიდვა და მით უფრო ჩვენთვის კაბალურ პირობებზე მოაწერენ „ქოცები“ ხელს და დამალავენ. ცივილიზაციისგან გარიყვა ყველა დროში ძვირი ჯდებოდა“, - წერს ზურა „გირჩი“ ჯაფარიძე წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა