პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი

ნახვები: 630 გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი

89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იოსელიანის ახლობლები ადასტურებენ.

ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; 1980 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში; გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“ (1958),  „აპრილი“(1961); მხატვრული ფილმები: „გიორგობისთვე“ (1966) – ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. ასევე რეჟისორია ფილმების –  „იყო შაშვი მგალობელი„ (1970), „პასტორალი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1983), „მთვარის რჩეულნი“ (1984), „პეპლებზე ნადირობა“ (1999), „ყაჩაღები“(1996), „მშვიდობით მწვანე მდელო“ (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები: “ძველი ქართული სიმღერა” (1969), „თუჯი“ (1964), „საპოვნელა“ (1959).

1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობდა, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო – 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც – „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი In vino veritas!, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა