რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'
Pope Leo XIV calls for concessions to achieve peace in Ukraine amid protracted war

ჯოზეფ ბორელი - რუსეთი სამხედრო დანაშაულებზე პასუხს აგებს

ნახვები: 606 ჯოზეფ ბორელი - რუსეთი სამხედრო დანაშაულებზე პასუხს აგებს

რუსეთი სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხს აგებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რუსეთმა ახალი წელი კიევის, ხარკოვისა და სხვა ქალაქების მიმართულებით ასზე მეტი რაკეტის გასროლით, დრონის გაშვებით, მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნებით, საცხოვრებელი უბნებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებით დაიწყო“, - წერს ჯოზეფ ბორელი „X“-ზე.

„რუსეთი სამხედრო დანაშაულებზე პასუხს აგებს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა