პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

იენს სტოლტენბერგი - უკრაინას აქვს ისეთივე სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, როგორც ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც ნატო-ს წევრობა აირჩიეს

ნახვები: 632 იენს სტოლტენბერგი - უკრაინას აქვს ისეთივე სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, როგორც ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც ნატო-ს წევრობა აირჩიეს

უკრაინას აქვს ზუსტად ისეთი სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, როგორც ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც ნატო-ს წევრობა აირჩიეს, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Fox News-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ნატო-სა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას ეხებოდა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო ომის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა.

„მე ნორვეგიიდან ვარ. ჩვენ საზღვარი გვაქვს რუსეთთან. როდესაც ნორვეგია ნატო-ს წევრი გახდა, საბჭოთა კავშირმა ამას პროვოკაცია უწოდა. ეს არ იყო პროვოკაცია. ყველა სუვერენული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ეს უფლება აქვს ნორვეგიას, ეს უფლება აქვს შვედეთსა და ფინეთს, ასევე უკრაინასაც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პუტინმა არ მიაღწიოს საწადელს უკრაინაში, რადგან ეს წაახალისებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს.

„დღეს არის უკრაინა, ხვალ შეიძლება, იყოს ტავიანი. ამიტომ ეს არის კარგი საქმე ჩვენთვის, ასევე აშშ-ისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და გარკვეულ ეტაპზე მოვიწვიოთ ალიანსის სრულუფლებიან წევრად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭრის აუცილებლობაზეც.მისი თქმით,ეს ასუსტებს რუსეთის პოტენციალს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა