პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ოლაფ შოლცი - ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად

ნახვები: 631 ოლაფ შოლცი - ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ბევრ დედაქალაქში უნდა დაისვას კითხვა, რეალურად, ვაკეთებთ თუ არა საკმარისს. უმეტეს შემთხვევაში, პასუხი იქნება – არა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების კუთხით, ევროპიდან გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია, თუმცა დახმარებას მარტო ვერ უზრუნველყოფს.

შოლცის განცხადებით, კმაყოფილია ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შედეგებით. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გზა გაუხსნა უკრაინის ახალი დახმარების პაკეტს, კარგია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.

„ეს იყო ძალიან წარმატებული სამიტი“, – აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა