პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს

ნახვები: 635 ბენიამინ ნეთანიაჰუ - ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს

ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა სამხედრო ოპერაციების ინტენსივობა სწრაფად და მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს. ასევე, მარკ რუტეს თქმით, რაფაჰში განხორციელებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება.

მარკ რუტე დღეს ისრაელის ომის კაბინეტის წევრს, ბენი განცს და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრს, მოჰამედ შტაიეს შეხვდება.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ეს ისრაელში მარკ რუტეს მესამე ვიზიტია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა