აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება
Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD
War update: 251 clashes on frontline over past day, heaviest fighting continues on Pokrovsk front

ვლადიმერ პუტინი: რუსეთისთვის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა უკეთესი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის

15.02.2024 ნახვები: 615

რუსეთისთვის უკეთესი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე დონალდ ტრამპის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რომელი იქნება უკეთესი რუსეთისთვის აშშ-ის შესაძლო ლიდერებს შორის - ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი, პუტინმა უპასუხა, რომ ბაიდენი, რადგან ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადია.

„ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია, ის ძველი ფორმირების პოლიტიკოსია“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთი იმუშავებს აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც ამერიკელი ხალხის ნდობას მოიპოვებს.

ვლადიმერ პუტინს შეკითხვა დაუსვეს ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, რაზედაც მან უპასუხა, რომ ექიმი არ არის და შესაბამისად, ამ შეკითხვას ვერ უპასუხებს.

"მე არ ვარ ექიმი და არ მიმაჩნია, რომ უფლება მაქვს ამ საკითხზე რაიმე კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, აშშ-ის ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია.

„ჩვენ უნდა შევხედოთ არა ამას (ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობას), არამედ პოლიტიკურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია. ამის შესახებ, თავის დროზე პრეზიდენტ ბაიდენს ვუთხარი“, - აღნიშნა პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა