დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება
Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი

დავით მათიკაშვილი - ბაქაქური და გასიტაშვილი არიან ის მოსამართლეები, ვისზეც მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ ფსონს დებდნენ

15.03.2024 ნახვები: 610

როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომ საპასუხო მადლობით და წიაღსვლით უპასუხონ ამ მოსამართლეებმა „ენჯეო“ სექტორის ნაწილს და მის პატრონ როგორც პოლიტიკურ პარტიას, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”, ასევე “ნაცმოძრაობის” უკან მდგარ შესაბამის ძალებს - უხერხულია, როდესაც მოსამართლეები საუბრობენ, რომ კეთილსინდისიერების შემოწმება უნდათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, რომელიც ე.წ. "ვეტინგთან" დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს განცხადებას არ იზიარებს.

მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეების პოზიციით აშკარაა, რომ მათ საკუთარ კეთილსინდისიერებაშიც შეაქვთ ეჭვი.

“ჩვენს უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ეს მოსამართლეები არიან ის ადამიანები, ვისზეც მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად საკმაოდ დიდ ფსონს დებდნენ. როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომ საპასუხო მადლობით და წიაღსვლით უნდა უპასუხონ ამ მოსამართლეებმაც “ენჯეო” სექტორის ამ ნაწილს და მის პატრონ როგორც პოლიტიკურ პარტიას, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”, ასევე “ნაცმოძრაობის” უკან მდგარ შესაბამის ძალებს.

ძალიან უხერხულია, როდესაც მოსამართლეები საუბრობენ, რომ მათ საერთოდ კეთილსინდისიერების შემოწმება უნდათ. აშკარაა საკუთარ კეთილსინდისიერებაშიც შეაქვთ ეჭვი და არც თუ უსაფუძვლოდ, თუ მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარს შევხედავთ.

ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები ამ მოსამართლეების მხრიდან ციხიდან გათავისუფლდნენ - გამაუპატიურებლები და სხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებულები. ასევე, იყო კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმართ გადადგმული ლოიალური და რბილი ნაბიჯები ამ მოსამართლეების მხრიდან, თუნდაც მათი ციხიდან გათავისუფლების კუთხით.

კარგია, რომ კლანზე საუბრობენ, რადგან კლანის ძალიან აშკარა და რეალური ფორმატი და სახე არის სწორედ ეს მოსამართლეები. ამ კლანს წლებია ადგენს და ასისტემებს “ენჯეო” სექტორის კონკრეტული ნაწილი საქართველოში და მათ მხარს უჭერენ კონკრეტული ძალები “ნაციონალური მოძრაობის” და მათი პატრონების სახით, ვისაც საქართველოში ჯანმრთელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არ სჭირდება. სჭირდება სასამართლო სისტემა, როგორც ერთ დროს - 2003-2005 წლებში ზურაბ ადეიშვილმა ფეხქვეშ მოიგდო, მოაწყო ვითომ წმენდა და შემდეგ ეს სისტემა პროკურატურის დანამატად განამწესა საქართველოში. იგივე უნდათ დღეს გააკეთონ, რისი გაკეთების საშუალება ცხადია ქართულ სუვერენულ სახელმწიფოში არავის მიეცემა”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ უზენაესი სასამართლოს პოზიციას ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი არ იზიარებს. მანამდე, უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა, სადაც ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა