პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

თინა ბოკუჩავა - რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? რატომ იცლება ქვეყანა?

ნახვები: 632 თინა ბოკუჩავა - რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? რატომ იცლება ქვეყანა?

ყოველი მესამე ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე, ამიტომ, დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად პრემიერ-მინისტრთან გვაქვს ერთადერთი კითხვა - რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? რატომ იცლება ჩვენი ქვეყანა? დასმულ კითხვაზე, სავარაუდოდ, კვლავ მივიღებთ დუმილს ან ცინიზმს მთავრობის მხრიდან, სიმართლე კი ისაა, რომ იძულებით ემიგრაციას იწვევს საქართველოში ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„დღეს გვინდა მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს დავუსვათ კითხვა რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას? 20112 წლის, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოდან წავიდა 800 ათასი საქართველოს მოქალაქე. მხოლოდ 2022 წელს, 30 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მხოლოდ იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასამმაგდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამ დროს კი, საქართველოში იცლება ოჯახები, იცლება სოფლები და ქალაქები. ყოველი მესამე ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე. ამიტომ, დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად პრემიერ-მინისტრთან გვაქვს ერთადერთი კითხვა - რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? რატომ იცლება ჩვენი ქვეყანა? დასმულ კითხვაზე, სავარაუდოდ, კვლავ მივიღებთ დუმილს ან ცინიზმს მთავრობის მხრიდან. სიმართლე კი ისაა, რომ იძულებით ემიგრაციას იწვევს საქართველოში ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა. ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც ადამიანები იძულებითი ემიგრაციით გაურბიან. ივანიშვილის პირობებში ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მისი კორუმპირებული კლანის ინტერესებზე მუშაობს, ხალხისთვის კი, იზრდება მხოლოდ და მხოლოდ ფასები საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე თუ საწვავზე. ჩვენი ამოცანაა, დავაბრუნოთ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველოში. აქ შევქმნათ მაღალი, ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ჩვენი ამოცანაა, რომ გავამთლიანოთ ოჯახები და ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, საკუთარი თავის რეალიზება ჰქონდეთ აქ. ევროპულ ქვეყნებში ემიგრაციაში მყოფთა თითქმის 70 % ქალია. ყოველდღიურად დედებს უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება - სიღარიბეში გაზარდონ შვილები თუ ემიგრაციაში წავიდნენ და გზავნილებით არჩინონ. ამ მძიმე რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს მთავრობამ, ნაცვლად დუმილისა ან ცინიზმისა. უნდა მოვისმინოთ პასუხი ჩვენს კითხვაზე - რატომ გარბიან ადამიანები საქართველოდან? რატომ მიდიან იძულებით ემიგრაციაში და რატომ ტოვებს ამდენი საქართველოს მოქალაქე საქართველოს და კიდევ უფრო მეტი ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე. სამწუხაროდ, მძიმე რეალობა ისაა, რომ ამას იწვევს კატასტროფული ფასები და უმუშევრობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა