მასუდ პეზეშკიანი - აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა
ალი ლარიჯანი - ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით
ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი და თავდაცვის საბჭოს მდივნი დაიღუპნენ
დონალდ ტრამპი - ეს უდიდესი შანსია ირანელი ხალხისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა დაიბრუნონ
დონალდ ტრამპი - ირანმა განაცხადა, რომ დღეს ძლიერ დარტყმებს განახორციელებენ, ურჩევნიათ, ეს არ გააკეთონ
ირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა
აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია - მისი ცხედარი ნაპოვნია
ბენიამინ ნეთანიაჰუ - არ შეიძლება ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონდეს

ბოსტნეულზე, ხილსა და ტკბილეულზე ფასები გაიზარდა

03.06.2024 ნახვები: 740

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე ხილსა და ტკბილეულზე.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე, ისე საზოგადოებრივ კვებაზე.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი), თევზეული (0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.4 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.5 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.6 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.4 პროცენტი),- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა